reportiori.ge - მერიის ყოფილი თანამშრომლები ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას აღიარებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:33
სამართალი
მერიის ყოფილი თანამშრომლები ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას აღიარებენ
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 17:31

„თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „26 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ აიპ „თბილისის განვითარების ფონდი"-დან საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, ბრალდებულებს თბილისის მერის ყოფილ  მოადგილეს დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ალექსი თაბუაშვილს და მთაწმინდა კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს  აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, რასაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან ბრალის სრულად აღიარება და გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. დადგენილია, რომ გიორგი საბანაძის, დავით ალავიძის, დავით ავალიანის, ალექსი თაბუაშვილის და დიმიტრი ჩხეიძის მიერ ორგანიზებულად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, სხვადასხვა ხერხით განხორციელდა სახელმწიფოს კუთვნილი  48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვა, რაც გამოყენებული იქნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარად"-ნათქვამია განცხადებაში. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  დავით ალავიძის, დავით ავალიანის და ალექსი თაბუაშვილის ჩვენებებს აქვეყნებს.

დავით ალავიძის ჩვენება

დავით ავალიანის ჩვენება

ალექსი თაბუაშვილის ჩვენება

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016