„ტყუილი -გრძელ ფეხებზე" -თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური სტუდია „ჰიგიას" მსახიობებმა სპექტაკლი რექტორისა და მაყურებლის მოთხოვნით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შესთავაზეს ედუარდო დე ფილიპოს იტალიური ტრაგიკომედია სტუდია „ჰიგიას" რეჟისორმა ნათია გუჯაბიძემ დადგა.მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის იტალიაში ვითარდება. ქალქ ნეაპოლის ოთხ ოჯახს ერთი რამ აერთიანებთ- მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ტყუილში ცხოვრობენ. სპექტაკლში მხოლოდ მხიარული მოსამსახურისა და ფოსტალიონის სიყვარულია გულწრფელი.პიესის დროს რეჟისორი კვანძს რამდენიმეჯერ კრავს. სპექტაკლის კულმინაცია კი მთავარი გმირის გადაწყვეტილებაა- დაასრულოს ტყუილში ცხოვრება და გრაციელა ცოლად მოიყვანოს.სპექტაკლის მსახიობებმა სდუდენტური ფესტივალების ფარგლებში სხვადახვა ნომინაციებში გაიმარჯვეს. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.