reportiori.ge - პარტიების დაფინასებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი გამოიყოფა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:00
პოლიტიკა
პარტიების დაფინასებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი გამოიყოფა
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 17:47

შვიდი საპარლამენტო პარტიისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო შვიდი არასაპარლამენტო პარტიისთვის - მილიონ 50 ათასი ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა, ერთჯერად დაფინანსებას - 150-150 ათასი ლარის ოდენობით, კიდევ ოთხი - ე.წ. არაკვალიფიციური სუბიექტი მიიღებს. ეს პარტიათა დაფინანსების იმ ახალი მოდელის გათვალისწინებით მოხდება, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში ხვალისთვის აპირებს. როგორც მან საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მემორანდუმში ჩადებულ პრინციპებს და ამით თემა პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ, დახურულად ცხადდება. დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 პოლიტიკური პარტია ფინანსდება. აქედან შვიდი საპარლამენტო პარტიაა, რომელთაგან ექვსი კოალიციაშია გაერთიანებული. დანარჩენი შვიდი კვალიფიციური სუბიექტია: "ახალი მემარჯვენეები", "საქართველოს გზა", ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პარტია, "ქრისტიან-დემოკრატები", "ქრისტიან-დემოკრატების" სატელიტი პოლიტიკური გაერთიანება, "ევროპელი დემოკრატები" და კობა დავითაშვილის "ხალხის პარტია". აღნიშნულ 14 პარტიას კიდევ ოთხი პარტია დაემატება, რომელსაც არც ერთ ბოლო არჩევნებზე ბარიერი გადალახული არ აქვს. ესაა: "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ლეიბორისტული პარტია", "თავისუფალი საქართველო" და "ქართული დასი". ისინი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ. ერთჯერად დაფინანსებას ამ ოთხი პარტიის გარდა ასევე მიიღებს: "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატები" და "ხალხის პარტია". დაფინანსების შემოთავაზებული პრინციპი ასეთია: - შვიდი საპარლამენტო პარტია მიიღებს დამატებით 300-300 ათას ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შვიდი არასაპარლამენტო პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და ბარიერს მიღმა დარჩა, მიიღებს თითოეული ცალ-ცალკე - 150-150 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, საბაზისო დაფინანსება გაეზრდება 14-ვე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს", - განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერნიაზე. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას პრინციპი ასეთი იყო: - ბიუჯეტიდან დაფინანსება ან ყველას მოემატებოდა ან - არავის.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016