reportiori.ge - დავით საყვარელიძე: ციხეში ძალადობა დღესაცაა, მაგრამ ისეთი აქტუალური აღარაა, როგორც ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:03
პოლიტიკა
დავით საყვარელიძე: ციხეში ძალადობა დღესაცაა, მაგრამ ისეთი აქტუალური აღარაა, როგორც ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 17:50

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით საყვარელიძე პრეზიდენტთან ერთად სინგაპურში იმყოფება. მან სინგაპურსა და საქართველოს შორის პარალელი გაავლო. „ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, იაპონიაშიც ვარ ერთი წელი ნაცხოვრები. სინგაპური მსოფლიო საოცრებაა და არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რა შეიძლება პატარა  ერმა, თუმცა ამბიციურმა და მშობელმა ერმა გააკეთოს და შეძლოს. თეთრი შურით მშურს, როდესაც გავცქერი ულამაზესი სასტუმროს უკან მდებარე პორტს, რომლის ანალოგიც თავიუსფლად შეიძლება საქართველოშიც შეიქმნას. იმ საფრთხეების და გამოწვევის პირობებში, რაც სინგაპურს და საქართველოსაც ისტორიულად  ჰქონდათ, ამ ხალხმა შეძლო ყველაფერი ამის გაკეთება, რასაც დღეს სინგაპური წარმოადგენს. სამწუხაროდ, საქრთველოს ამომრჩეველი თავის დროზე მოტყუვდა. მიხარია, რომ საქართველოს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დღეს უკვე სწორ დასკვნებს აკეთებს. საზოგადოებამ ძალიან ლოგიკური პროტესტი თქვა ძალადობის წინააღდმეგ, რასაც ციხის ძალადობა ერქვა. აღმოჩნდა, რომ დღესაც არსებობს ციხის ძალადობა, ხდება ასეთი ფაქტები, მაგრამ სამწუხაროდ აღარაა ისეთი აქტუალური, როგორიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. გამოვიდა, რომ საზოგადოებამ უარი თქვა ყველაფერ ამაზე, რასაც სინგაპური ჰქვია. საქართველო სინგაპურის იდენტური ვერ გახდება, მაგრამ უარი თქვა იმ განვითარებაზე, იმ ეკონომიკურ პროგრესზე, განათლებაზე, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რომელიც ამ ქვეყანაში ნამდვილად არის. ხალხი ბედნიერია, რადგან მათ საკუთარი შრომით, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკით მიაღწიეს ყველაფერ ამას და არა ჰაერზე ნასროლი ოცნებებით და დაპირებებით",-აღნიშნა საყვარელიძემ.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016