reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: თავისუფალ მედიასაშუალებებზე ყოველგვარ ზეწოლას ვგმობ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:31
მედია
ელისო ჩაფიძე: თავისუფალ მედიასაშუალებებზე ყოველგვარ ზეწოლას ვგმობ!
26 დეკემბერი, 2013. 11:31

საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრი ელისო ჩაფიძე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს, ტელეკომპანია "ტვ 3"-ის განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ელისო ჩაფიძის განცხადებით, იმედია, ტელეკომპანიის წარმომადგენელთა განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ, გამოძიებული იქნება.

 

"როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ვგმობ ყოველგვარ ზეწოლას თავისუფალ მედიასაშუალებებზე და იმედი მაქვს, რომ ტელეკომპანია "ტვ 3"-ის წარმომადგენლების განცხადება იქნება გამოძიებული. ჩვენ მრავალი ნაბიჯი გადავდგით ერთი წლის განმავლობაში ქართული ტელესივრცის გასათავისუფლებლად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან ზეწოლის აღსაკვეთად. მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისათვის. გაიზარდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მონაცემები და შემცირდა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შემთხვევები. თუმცა "ნაციონალური მოძრაობისგან", რომლებიც ხელისფლებაში ყოფნის დროს ტელეკომპანიებს უვარდებოდნენ ეთერში, არბევდნენ და ხურავდნენ, ნამდვილად არ მიკვირს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, ზეწოლა დაკავშირებული უნდა იყოს იმ ჟურნალისტურ გამოძიებებთან, რომლებიც ამ არხზე გადაიცემა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ როგორც საქართველოში მოქმედ, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყურად იღონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ "ტვ-3"-ზე ზეწოლის ფაქტებზე",-განაცხადა ჩაფიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016