reportiori.ge - მერიის ყოფილი თანამშრომლები ფინანსური მაქინაციების დამკვეთად ზურაბ ადეიშვილს ასახელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:46
პოლიტიკა
მერიის ყოფილი თანამშრომლები ფინანსური მაქინაციების დამკვეთად ზურაბ ადეიშვილს ასახელებენ
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 18:14

„თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებით ირკვევა, რომ  დანაშაულებრივი სქემის განხორცილება მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით ხდებოდა. როგორც დედაქალაქის მერის ყოფილი მოადგილე ჩვენებაში წერს 2012 წლის დასაწყისში რამდენიმე თვის განმავლობაში ზურაბ ადეიშვილის უშუალო დავალებით ფონდის სახსრებით დაფინასებული იქნა წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრები ამომრჩევლებთან. „თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეფარდა. მერიის ყოფილი თანამშრომლები ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას აღიარებენ. „26 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ აიპ „თბილისის განვითარების ფონდი"-დან საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, ბრალდებულებს თბილისის მერის ყოფილ  მოადგილეს დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ალექსი თაბუაშვილს და მთაწმინდა კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს  აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, რასაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან ბრალის სრულად აღიარება და გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა."-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფინასთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახური ავრცელებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016