„თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებით ირკვევა, რომ დანაშაულებრივი სქემის განხორცილება მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით ხდებოდა. როგორც დედაქალაქის მერის ყოფილი მოადგილე ჩვენებაში წერს 2012 წლის დასაწყისში რამდენიმე თვის განმავლობაში ზურაბ ადეიშვილის უშუალო დავალებით ფონდის სახსრებით დაფინასებული იქნა წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრები ამომრჩევლებთან. „თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეფარდა. მერიის ყოფილი თანამშრომლები ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას აღიარებენ. „26 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ აიპ „თბილისის განვითარების ფონდი"-დან საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, ბრალდებულებს თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ალექსი თაბუაშვილს და მთაწმინდა კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, რასაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან ბრალის სრულად აღიარება და გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა."-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფინასთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახური ავრცელებს.