reportiori.ge - იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის გარდაცვალების დღე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:05
რელიგია
იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის გარდაცვალების დღე
ავტორი:
26 დეკემბერი, 2013. 13:04

დღეს,  ქართველი სასულიერო მოღვაწის, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძის გარდაცვალებიდან 117 წელი გავიდა.

გერასიმე ქიქოძე დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს სოფელ ბახვშიოზურგეთის მაზრაში1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა.

1851-1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავით გარეჯის წინამძღვრად. იმავე წელს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა და სამეგრელო-სვანეთის ეპარქიებს.

1896 წლის 26 დეკემბერს მეუფე გაბრიელი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაშია დაკრძალული.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეკლესიო კრებამ, რომელიც 1995 წლის 19 სექტემბერს გაიმართა სვეტიცხოველში, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი გაბრიელი წმიდანად შერაცხა.

 

გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016