reportiori.ge - მიზეზი, რის გამოც „ჰილტონის“ სასტუმრო საქართველოში შეიძლება აღარ აშენდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:38
ეკონომიკა
მიზეზი, რის გამოც „ჰილტონის“ სასტუმრო საქართველოში შეიძლება აღარ აშენდეს
26 დეკემბერი, 2013. 13:13

ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების პროექტიდან ამოვარდნის მიზეზი, შესაძლოა დევნილთა სამინისტროს მიერ  სასტუმრო  საქართველოდან 72 ოჯახის გამოსახლების დროში გაჭიანურება გახდეს. მთავრობა ამ დრომდე ვერ უწყვეტს ინვესტორს  პრობლემას, რომელიც მრავალმილიონიანი პროექტის დასაწყებად თბილისის ცენტრში სასტუმროს დაცლას ელოდება.

დავით  დარახველიძის უწყება ფინანსების მოძიებას ჯერაც უშედეგოდ ცდილობს და სავარაუდოდ, თანხა არც 2014 წლის ბიუჯეტში იქნება  გათვალისწინებული. თანხების არარსებობის მიზეზით სამინისტრო კომერსანტს შენობის დაცლის კონკრეტულ დროს ვერ უსახელებს. ჰილტონის ქართველი პარტნიორი კი განმარტავს, რომ გამოსახლების  პროცესის რამდენიმეთვიანი გაჭიანურების შემთხვევაში, ინვესტიციის  ჩავარდნის რისკი რეალური გახდება. მთავრობის საბოლოო პოზიციის გასაცნობად დავით კოდუა სამინისტროსგან  წერილს ელოდება. მანამდე 72 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილება, რასაც შესაძლოა  მხოლოდ 2 მილიონ დოლარამდე დასჭირდეს, ისევ რჩება მსხვილი  ინფრასტრუქტურული  პროექტის საპირწონედ. გამორიცხული არ არის  მხარეებს  პოზიციების  შეჯერება  სასამართლოშიც მოუხდეთ.

შეგახსენებთ, ჰილტონი სასტუმროებისა და კურორტების საერთაშორისო ქსელია, რომელიც კონრად ჰილტონმა დააარსა  და დღეს ამ ქსელს ჰილტონის სასტუმროების კორპორაცია მართავს. 1943 წლისთვის ამ სასტუმროს ქსელებმა მთლიანად ამერიკა მოიცვა. 1943 წელს ერთი ღამის საწყისი ფასი 20 დოლარი იყო. კონრადი პირველი იყო, ვინც ამ სისტემაში შეფასების ვარსკვლავური სისტემა შემოიღო

„ჰილტონის“ ქსელი 84 ქვეყანაში 600 ათასი ნომრით 3750 სასტუმროს აერთიანებს და 130 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

იმის შესახებ, რომ თბილისს კიდევ ერთი ლუქს-კლასის სასტუმრო შეემატებოდა, ცნობილი 2011 წლის ნოემბერში გახდა. „ჰილტონის“ მსოფლიო ბრენდის საქართველოში შემოყვანის ინიციატორი ცნობილი ბიზნესმენი დავით კოდუა გახლავთ. კოდუას თქმით, „ჰილტონისგან“ ლიცენზიას 20 წლით იღებენ, თუმცა, წარმატების შემთხვევაში კონტრაქტი გახანგრძლივდება. პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016