„ყველაფერი თუ იგივე დარჩა, ხალხი ნამდვილად არ დაკმაყოფილდება იმით, რომ სააკაშვილს დაუმთავრდება ვადა და წავა, რადგან ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ძალაში რჩება" - ეს განცხადება ექსპერტმა ნანა დევდარიანმა „ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც ადამიანები მადლიერები არიან, არის ის, რომ ქვეყანაში შიშის და ტერორიზმის გარემო აღარ არის. როგორც მან აღნიშნა, ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ არც ისე დალაგებულად და დავარცხნილად არის საქმე - „პლასტილინის კაცის ფონზე და დანა-ჩანგლით მეომარი კაცის ფონზე, ძალიან მაღალი შანსები აქვს ბურჯანაძეს. თუ ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, უკიდურესად მაღალია იმის ალბათობა, რომ მისი პარტია ძალიან გაძლიერდეს" - განაცხადა დევდარიანმა.