დღეს ცნობილი ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის გარდაცვლებიდან 22 წელი გავიდა. რევაზ ინანიშვილი 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში დაიბადა, 1937 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, 1943-1945-ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. ის საავიაციო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.
1951 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დაამთავრა 1956 წელს. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” სასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჟურნალ “დილის” რედაქტორად.
მისი პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი კი 1953 წელს გამოვიდა. 1977 წელს წიგნისათვის “შორი თეთრი მწვერვალი” მიენიჭა რუსთაველის სახელობის პრემია. 1980 წელს კინოფილმის – “ქვიშანი დარჩებიან” სცენარისთვის, მინისტრთა საბჭოს პრემია “ხუთწლედის მატიანე” მიენიჭა.
გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: “ნატვრის ხე” ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, “ქვიშანი დარჩებიან”, “არდადეგები”, “დედუნა” “ჩირიკი და ჩიკოტელა” “კაცები.“
რევაზ ინანიშვილი 1991 წელს 26 დეკემბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
მისი ნოველები რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ ენებზეა თარგმნილი.