მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი თეატრ "ფაბრიკაში" 27 დეკემბერს, 17:00 საათზე სიმებიან კვარტეტ "სფორცანდოსთან" ერთად ჯაზ კონცერტს გამართავს.
"წეროს მოტანილი საჩუქარი", ასე ჰქვია დაგეგმილ კონცერტს, სადაც მონაწილეობას ზაზა მარჯანიშვილთან ერთად, მუსიკოსები უჩა მეტრეველი (გიტარა); ლევან დეისაძე (ბასი); ზაზა ცერცვაძე ( დასარტყამი ინსტრუმენტი); ვოკალისტები ნატო ბოჭორიშვილი, გიორგი გოგიშვილი და მარინა სალუქვაძე მიიღებენ.
კონცერტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავსტრიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ჩამოვიდა, რომელიც მაყურებლის წინაშე განსხვავებული ამპლუით წარსდგება. კონცერტის პროდიუსერის და ზაზა მარჯანიშვილის მეუღლის, მარინა სალუქვაძის განცხადებით, კონცერტზე ნამდვილი წინასაახალწლო განწყობა იქნება.
"მუსიკოსები განსხვავებული პროექტით წარსდგებიან მსმენელის წინაშე, რომ არა ჩვენი სპონსორი - კლინიკა "ინვიტრო" ვერაფერს გავაკეთებდით.
ეს კონცერტიც ჭეშმარიტი მელომანებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც საქველქმომედო ხასიათს ატარებს. ნამდვილად წინასაახალწლო განწყობა იქნება." - განაცხადა მარინა სალუქვაძემ.