reportiori.ge - რიჩარდ ნორლანდი: ლუგარის სახელობის ლაბორატორია მეცნიერებისთვის ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:09
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: ლუგარის სახელობის ლაბორატორია მეცნიერებისთვის ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტია
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 18:57

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ გაუგებრობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი თქმით, არსებობს გაუგებრობა, თითქოს აღნიშნულ ლაბორატორიას სამხედრო დანიშნულება აქვს  ან ის  ბიოლოგიური იარაღის კვლევაშია ჩართული. ელჩის განმარტებით, ლაბორატორია სამეცნიერო დაწესებულებაა და იგი რეგიონის მეცნიერებისთვის სრულიად ღია და გამჭვირვალეა. "აღნიშნული ლაბორატორია საქართველოს დაქვემდებარებაშია და ის არის ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტი მეცნიერებისთვის, მათ შორის რუსი მეცნიერებისთვისაც და მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს, ჩამოვიდნენ და გაეცნონ ამ ლაბორატორიის საქმიანობას, რადგან ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით,"- აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. შეგახსენებთ,  რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ ქართული მხარის მიერ ამერიკულ სამხედრო ბიოლაბორატორიაზე  გაკეთებულმა განმარტებებმა რუსეთის მღელვარება გაამძაფრა. "საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან თუ შენ იარაღი გაქვს, ამ იარაღით "ვენური ვალსის" შემსრულებელ ორკესტრს არ უდირიჟორებ," - აღნიშნა ონიშჩენკომ. რუსეთის მთავარი სანიტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიოლაბორატორია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. თუმცა, ონიშჩენკო აცხადებს, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება ბიოლაბორატორია კულტურის სამინისტროს დაუქვემდებარო ქართველი ერის უძველეს კულტურაზე დაყრდნობის მოტივით. "ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მღელვარების საპასუხოდ ქართული მხარისგან არაკომპეტენტური და პრიმიტიული განცხადებები მივიღეთ, რაც კიდევ უფრო გვიმძაფრებს ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ობიექტს ვერ აკონტროლებს", - აღნიშნა რუსეთის მთავარმა სანიტარმა. მისი აზრით,  სპეციალური მოწყობილობების არსებობა და ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო ბაქტერიოლოგების მუშაობა  რუსეთის ეჭვს აძლიერებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნდობის გზით უნდა სიარული. რუსეთის სანიტარული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბიოლაბორატორიის მუშაობის გამო რუსეთში საქართველოდან შესულ საკვებ პროდუქტზე კონტროლი გამკაცრდრება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016