reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: წლის განმავლობაში ბანკების აქტივებმა 17 მილიარდ ლარს მიაღწია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:36
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: წლის განმავლობაში ბანკების აქტივებმა 17 მილიარდ ლარს მიაღწია!
27 დეკემბერი, 2013. 13:12

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, რომელიც 2013 წლის საქმიანობის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილია, როგორც მიმდინარე, ისე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.


მისი ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში საბანკო სექტორი სტაბილურ და ჯანსაღ განვითარებას განაგრძობდა.


„წლის განმავლობაში დეპოზიტები 25 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის ლარში დეპოზიტები - 50 პროცენტითაც. დეპოზიტების ასეთი ზრდა საბანკო სისტემისა და აბანკო სექტორის მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს. სესხების ზრდა 15 პროცენტის ფარგლებშია. სულ, წლის განმავლობაში ბანკების აქტივები 18 პროცენტით გაიზარდა და 17 მილიარდ ლარს მიაღწია“, - განაცხადა ქადაგიძემ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა ფინანსური ბაზრების კიდევ ერთი მიმართულება - მიკროსააფინანსო სექტორი, რომლის ჯამურმა აქტივებმა 800 მილიონ ლარს მიაღწია.

როგორხც გიორგი ქადაგიძემ განმარტა, შესაბამისად გაიზარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებელთა რიცხვიც. 


„ეროვნული ბანკი ცდილობს, ყურადღება მიაქციოს ამ ორგანიზაციების მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხს. განხორციელდა ორი მნიშვნელივანი ცვლილება - კომერციული ბანკების მსგავსად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც განესაზღვრათ რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმალური 2-პროცენტიანი ზღვარი; ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ კლიენტებთან ხელშეკრულების სტანდარტიზაცია, რაც გულისხმობს ხელშეკრულების პირველ გვერდზე გარიგების ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის გამოტანას და გარიგების საგანთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაანგარიშებას“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016