reportiori.ge - პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას კორუფციული სქემა განათლების სფეროში და კავშირი საეჭვო თურქულ ფულთან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:00
პოლიტიკა
პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას კორუფციული სქემა განათლების სფეროში და კავშირი საეჭვო თურქულ ფულთან!
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 20:26

„ქართული დასის" ლიდერი  ჯონდი ბაღათურუა, +მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას  უკანონო, კორუფციული საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაქტებს ახმაურებს და პროკურატურას იმ დოკუმენტაციას უგზავნის, რომლის მიხევდითაც განათლების სფეროში, პრეზიდენტის დედის მონოპოლისტობა დასტურდება. ბაღათურიას თქმით,  გიული ალასანიამ, მისმა დაქალმა მანანა სანაძემ, ასევე გიული ალასანიას ძმისშვილმა, ნიკა ალასანიამ და უცხო ქვეყნის მოქალაქემ ედუარდ რობერტ რაუფმა დააფუძნეს შპს „საქართველოს უნივერსიტეტი", რომელშიც წილები შემდეგნაირად განაწილდა: გიული ალასანია - 37,5 პროცენტი; მანანა სანაძე - 37,5 პროცენტი; ნიკა ალასანია - 12,5 პროცენტი; ედუარდ რობერტ რაუფი - 12,5 პროცენტი. შპს „საქართველოს უნივერსიტეტი" სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მოწილე გახდა და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. როგორც ბაღათურამ განაცხადა, შპს „საქართველოს უნივერსიტეტმა" ასპროცენტიანი მფლობელობით დააფუძნა „საქართველოს უნივერსიტეტის" საშუალო სკოლა, სადაც გიული ალასანია დირექტორი გახდა, ხოლო მანანა სანაძე - დირექტორის მოადგილე. მისივე თქმით, ბათუმში საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა სიმბოლურ ფასად- 1 ლარად გადაეცა გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტს." ასევე, ალასანიას უნივერსიტეტისთვის საეჭვო სქემით არის გადაცემული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსი - 15 ათასი კვადრატული მეტრი შენობა.

ბაღათურიას განცხადებით, შპს „საქართველოს უნივერსიტეტის" ასპროცენტიან მფლობელობაშია „საქართველოს უნივერსიტეტის" სპორტული სკოლა. ასევე, შპს „საქართველოს უნივერსიტეტს" სახელმწიფო საკუთრების ბაზაზე შექმნილი აქვს ავეჯის დამამზადებელი ქარხანა, სადაც მზადდება ავეჯი ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის. შპს „საქართველოს უნივერსიტეტის" მფლობელობაშია კაფე „ხადილი" რომელიც  ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სასადილოს უზარმაზარი შენობა არის. შპს „საქართველოს უნივერსიტეტი" 14-პროცენტიან წილს ფლობს „ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტშიც".

ბაღათურიას განცხადებითვე, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრორექტორიც გახლავთ პრეზიდენტის დედა გიული ალასანია. „არ მიკვირდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ამას არც საქართველოს ახალი ხელისუფლება აქცევს ყურადღებას" - აცხადებს ბაღათურია.
 





ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016