reportiori.ge - გიული ალასანია თურქული ინტერესების გამტარებელი კასტის ჩამოყალიბებაში დაადანაშაულეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:42
პოლიტიკა
გიული ალასანია თურქული ინტერესების გამტარებელი კასტის ჩამოყალიბებაში დაადანაშაულეს!
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 20:45

ქართული სპეცსამსახურები აუცლებლად უნდა დაინტერესდნენ, სააკაშვილს საკუთარი დედის მეშვეობით რა კავშირები აქვს უცხო ქვეყნების ფულთან  და ამ ფულის სანაცვლოდ რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, გიული ალასანიას კავშირი აქვს ძალიან საეჭვო რეპუტაციის პიროვნებასთან, ისლამის ცნობილ მქადაგებელთან, ერთ-ერთი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების ხელმძღვანელთან, ფეთულაჰ გიულენთან.  მისივე თქმით, სანამ თურქეთი სეკულარული სახელმწიფო იყო, ეს ფეთულაჰ  გიულენი რამდენიმეგზის დაპატიმრებული გახლდათ და ბოლოს საერთოდ დაატოვებინეს თურქეთი  - აი ასეთი ადამიანის ფული შემოიტანა გიული ალასანიამ საქართველოს განათლების სისტემაში და ხომ წარმოგიდგენიათ, რა საფრთხის წინაშე დგანან ის ბავშვები, ის ახალგაზრდები, რომლებიც გიული ალასანიასა და ფეთულაჰ გიულენის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში იზრდებიან?!... რადიკალური ისლამისტების ფულით, საქართველოში იხსნება არამარტო უმაღლესი სასწავლებლები, არამედ სკოლები და საბავშვო ბაღებიც კი და ამ ყველაფერს გიული ალასანია აკონტროლებს!" - აცხადებს ბაღათურია. მისივე თქმით, გიული ალასანიას და ფეთულაჰ გიულენის მფლობელობაში მყოფი სასწავლებლებიდან, ქართველი ბავშვები თურქეთში მიჰყავთ, სადაც ასწავლიან, რომ საქართველო თურქეთის ნაწილია. ამ ბავშვებს თურქეთის მედრესეებში მისცეს განათლება და ჩამოიყვანეს უკან, ანუ, რეალურად, საქართველოში მოამზადეს თურქული იდეოლოგიით აღზრდილი, თურქეთის ინტერესების გამტარებელი კასტა! - „ქართული დასის"  ლიდერის თქმით, გიული ალასანიასა და ფეთულაჰ გიულენის მფლობელობაში მყოფ სასწავლებლებში ისლამის ქადაგება მიდის და ქართულმა სპეცსამსახურებმა ეს საკითახი აუცილებლად უნდა შეისწავლონ! „აჭარა და სამცხე-ჯავახეთი რომ თითქოს თურქეთის ნაწილია, ამის შესახებ სახელმძღვანელოები იბეჭდება თურქეთში. არ მიკვირდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ამას არც საქართველოს ახალი ხელისუფლება აქცევს ყურადღებას" - აცხადებს ბაღათურია. „გიული ალასანია, სანამ მისი შვილი პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვეულებრივი მეცნიერ-მუშაკი იყო, რომელიც 100-ლარიან ხელფასზე მუშაობდა, შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი მის მფლობელობაში უზარმაზარი ქონება, მათ შორის, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება გადავიდა და ჩემთვის გაუგებარია, რატიომ არ ინტერესდება პროკურატურა ამ საკითხით?! - აცხადებს ქართული დასის ლიდერი „ასავალ -დასავალთან" ინტერვიუში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016