დღეს, ოთარ მეღვინეთუხუცესის მემორიალური დაფა გაიხსნა. ცნობილი ქართველი მსახიობისა და მრავალი თეატრალური ჯილდოს მფლობელის მემორიალი, მისივე სახცხოვრებელი სახლის ფასადზე გაკეთდა.
მემორიალური დაფის შექმნაზე კონკურსი თბილსის მერიამ გამოაცხადა და საუკეთესო ნამუშევრისთვის თანხა დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო. მსახიობის სახლთან დღეს, ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მემორიალური დაფის გახსნას საზოგადო მოღვაწეები დაესწნენ. აგრეთვე გიგი უგულავა, თბილისის ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა, კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია
„სანამ სკოლის შედარებით მაღალ კლასებში, დათა თუთაშხიას სქელტანიან ნაწამოებს ავიღებდი ხელში, მანამდე თუთაშხიას სახე-სიმბოლო ჩემთვის შექმნა ოთარ მეღვინეთუხუცესმა, ისევე როგორც მრავალი ჩვენი თანამოქალაქისათვის. ის იყო ქართული კინოს ეპოქალური სიმბოლო და მისი დიდი სახელის შენახვა განსაკუთრებით იმ თაობებისთვის, რომელსაც არ ექნებათ შესაძლებლობა ბატონი ოთარის გვერდით ცხოვრებისა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა", - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი სავარაუდოდ, თბილისის ცენტრალურ უბანში ახლადშექმნილ მოედანს ეწოდება.