reportiori.ge - მამუკა ახვლედიანი: ჩვენ შევუქმნით სრულ კომფორტს უმრავლესობას იმისთვის, რომ თანამდებობებიც დაიკავონ, თანხებიც და მანქანებიც
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:40
პოლიტიკა
მამუკა ახვლედიანი: ჩვენ შევუქმნით სრულ კომფორტს უმრავლესობას იმისთვის, რომ თანამდებობებიც დაიკავონ, თანხებიც და მანქანებიც
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 19:43

როგორც ახვლედიანმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარესთან, ირაკლი შიხიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მსჯელობა სამომავალო თანამშრომლობის საკითხებს შეეხეო. "რაც შეეხება შემოთავაზებას, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს დაეკავებინა რომელიმე კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, ეს ნაბიჯი პირობითია. პირველად განაცხადი კომისიის თავმჯდომარეობის შესახებ ჩემთან შემოვიდა, რადგან მე  მაშინ კონსულტაციებში ვიყავი ჩართული. ეს იყო 17 ივლისს და მაშინ ჩვენთვის არანაირი თანამდებობები არ იყო შემოთავაზებული. უნდა აღინიშნოს, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემები და პრეტენზიები არ გვაქვს, თუმცა როდესაც ჩვენ ვიყავით მყარ უმრავლესობაში 38 დეპუტატით, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე და წამყვანი კომისიის ორი თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ," - აღნიშნა ახვლედიანმა. მისივე შეფასებით, საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარის შეთავაზება ლოგიკურია, რადგან სხვაგვარად კომისიები ვერ იფუნქციონირებს.  "არსებულ უმრავლესობაში 25 დეპუტატია და ყველა თანამდებობას იკავებს, ამიტომ მოადგილეების პოსტები ისედაც ვაკანტურია. ჩვენ შევუქმნით სრულ კომფორტს უმრავლესობას იმისთვის, რომ მათ თანამდებობებიც დაიკავონ, თანხებიც და მანქანებიც," - განაცხადა უმცირესობის წევრმა.  მისივე ინფორმაციით, იქმნება ფრაქციები, რომლებიც მთლიანობაში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეადგენენ და ეს ფრაქციები რაიონების მიხედვით სპეციალურად არის დაყოფილი, რათა თითოეული რაიონის მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს. "ვფიქრობ, რომ ამ ფორმით საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება. საკრებულო პოლიტიკური ორგანოა და ძალთა ბალანსი უნდა არსებობდეს. 7 ფრაქციის შექმნა ნიშნავს იმას, რომ, მაგალათად, ბიუროზე ჩვენ გვაქვს 7 ხმა, ასევე ჩვენს ოპონენტებსაც აქვთ 7 ფრაქცია და ეს ნიშნავს პარიტეტს. ეს არის ახალი გზა პოლიტიკური პარიტეტისკენ თბილისის საკრებულოში, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად არ ზრდის," - ამბობს მამუკა ახვლედიანი.  საკრებულოში 7 ახალი ფრაქციის შექმნის მიზეზი უმცირესობის კიდევ ერთმა ლიდერმა თამაზ შოშიაშვილმაც განმარტა. მისი თქმით, 25-მა ადამიანმა 24 თანამდებობა გადაინაწილა, მხოლოდ გულიკო ზუმბაძე  თანამდებობის გარეშე დატოვეს. "მათ ამ დროისთვის 7 ფრაქცია აქვთ და ჩვენ აღმოვჩნდით არჩევანის წინაშე, რომლის გათვალისწინებითაც, გვექნებოდა მხოლოდ ერთი ხმა ბიუროზე და ერთი ლიმიტირებული გამოსვლის საშუალება სხდომაზე. აქედან გამომდინარე, შევქმენით რამდენიმე ფრაქცია, რომლებიც აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ თბილისის საკრებულოში," - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016