უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოში ჟურნალისტ ტატიანა ჩორნავოლის ცემის ფაქტზე ორი დეპუტატი - ნიკოლაი კნიაჟიცკი და დავით ჟვანია დაკითხეს.
დეპუტატების განცხადებით, მათთვის გაუგებარია, რატომ დაიბარეს ისინი მილიციაში. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, გამოძიებას აქვს ვინმე კონსტანტინ კაგალოვსკის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის ცემაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სერგეი კოტენკოს კავშირი ჰქონდა ნიკოლაი კნიაჟიცკისთან და დავით ჟვანიასთან.
თავის მხრივ კი, დავით ჟვანია ამტკიცებს, რომ თვალითაც კი არ უნახავს ეჭვმიტანილი სერეგი კოტენკო და არც მის არსებობაზე სმენია რაიმე. კიევის სასამართლომ უკრაინელი ჟურნალისტის ტატიანა ჩორნავოლის ცემის ფაქტზე ოთხ ეჭვმიტანილს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
უკრაინელი ჟურნალისტი ტატიანა ჩორნავოლი კიევში, 25 დეკემბერს, სასტიკად სცემეს