reportiori.ge - მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:07
პოლიტიკა
მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 22:11

პარლამენტში ამჯერად "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონპროექტზე დადებული ვეტო 92 ხმით გადალახეს. კანონში განხორციელებული ცვლილებებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონპროექტის მიღების, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისი ხელმოწერის და გამოქვეყნების წესი რეგულირდება. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ამ თვალსაზრისით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი ბაზა პრობლემატურია, უმაღლესი საბჭო  გადაწყვეტილებას ვერ იღებს. პრეზიდენტის შეფასებით კი, პარლამენტი, მიღებული კანონპროექტით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩაერია. მიხეილ სააკაშვილის აზრით,  კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს აკნინებს. როგორც საკითხის განხილვისას ოპოზიციის მხრიდან აღინიშნა, "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებს პოლიტიკური ამოცანაც გააჩნია და მისი მიღების მიზანი, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის შესაძლებლობაა. "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნდება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016