reportiori.ge - პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი დაამტკიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:30
პოლიტიკა
პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი დაამტკიცა
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 22:13

პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი დაამტკიცა. პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის შესახებ" პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის ფიზიკური და იურიდიული პირები თავისუფლდებიან, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ და გადაცემულ ინფორმაციას. როგორც კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ეკა ბესელია განმარტავს, ამნისტია არ გავრცელდება პირებზე, რომლებმაც ფარული ჩანაწერები უკვე გამოიყენეს და გაავრცელეს. ამნისტიის პროექტს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016