reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი მესტიაში მოსახლეობას შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:01
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი მესტიაში მოსახლეობას შეხვდა
28 დეკემბერი, 2013. 15:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვანეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივთა პრობლემები მოისმინა. მოსახლეობა ძირითადად განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს უჩივის. როგორც მათთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ მისი გადაჭრის გზები სწორად დაგეგმება.
"ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი არის მოქალაქე, მასზე ზრუნვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი ინტერესების დასაცავად", - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის საექსპოზიციო ფონდები და მედიათეკა დაათვალიერა. პრემიერის თქმით,  სვანეთს  საქართველოში ისტორიულად უდიდესი დანიშნულება ჰქონდა - ის ქვეყნის განძის მცველობის ფუნქციას ასრულებდა. 
"აქ ინახება ქართული საგანძურის დიდი ნაწილი - აქ არის დაცული 600-ზე მეტი ჯვარ-ხატი, უნიკალური ფრესკები, რომლებსაც სვანები დიდი პატივით ინახავენ და უფრთხილდებიან", - განაცხადა  პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში მდებარე მშენებარე სასტუმროც მოინახულა და სასტუმროს მეპატრონისგან პირადად მოისმინა ის გეგმები, რომელიც ტურისტების მოსაზიდად გააჩნია. აღნიშნული სასტუმრო  ექსპლუატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე შევა, 2014 წლის ზაფხულში კი 100  სტუმრის მიღებას შეძლებს. ობიექტის ამოქმედების შემდეგ, 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016