reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: გაბრაზებულ სააკაშვილს ჟვანიასთვის თავში საფერფლე ჩაურტყამს! ამის შედეგად გარდაცვლილა ჟვანია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:23
პრეს-დაიჯესტი
ვალერი გელბახიანი: გაბრაზებულ სააკაშვილს ჟვანიასთვის თავში საფერფლე ჩაურტყამს! ამის შედეგად გარდაცვლილა ჟვანია!
ავტორი:
28 დეკემბერი, 2013. 17:23

კოაბიტაციამ შედეგად გამოიღო ის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ დადგება დიდი გამოწვევების წინაშე. „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, ხელისუფლებას მართებს მეტი სიმტკიცე, პრინციპულობა და კომპეტენცია, რადგან მათ საქმე აქვთ ინტრიგებში ძალიან გამოცდილ ძალასთან. ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებას მძივებივით მოჰყვა სკანდალები. როგორც კი გიგი უგულავა ქალაქის მერის პოსტს ჩამოაცილეს, მან მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის ნასამართლობის დოკუმენტი ააფრიალა. თუმცა მთავარი პროკურორის დისკრედიტაცია ჯერ კიდევ ვანო მერაბიშვილმა დაიწყო, მათ გამიზნულ კამპანიაში შემონახული ჰქონდათ ის ფინალური დარტყმა, რომლითაც, ფაქტობრივად, გაანადგურა უგულავამ მთავარი პროკურორი. აი, რას აცხადებს გიგი უგულავა: „მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, პირადი № 01008013231, 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუსბერგის რაიონული სასამართლოს მიერ, გერმანიის სსკ-ის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ძირითადი სასჯელის სახით მიესაჯა 1 წელი და 3 თვე, ფარცხალაძეს უფლება არა აქვს 2016 წლამდე დაიკავოს ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობა".

უგულავა თეა წულუკიანს მიმართავს, გერმანიიდან ოფიციალურად გამოითხოვოს ფარცხალაძის საქმე და დაუყოვნებლივ გადააყენონ მთავარი პროკურორი. მთავარი პროკურორი ამ დრომდე დუმს, ხოლო მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თემურ დოლიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას ბრალდებას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს: „ეს თუ სიმართლეა და ეს იცოდა უგულავამ, რატომ მალავდა? ასეთი ოქროს ინფორმაცია ჰქონდა და დღეს ამოიდგა ხმა,რ ოცა თვითონ შეექმნა გარკვეული დისკომფორტი? მე პირადად მხოლოდ ჩემი სახელით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ეს ინფორმაცია, სიცრუეა. ფარცხალაძე კი თავადვე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას". თუკი გიგი უგულავა ამ შემთხვევაში რა იტყუება, მაშინ იბადება ლოგიკური კითხვა, - დაგვცინით, ბატონებო?!. ასევე საინტერესოა, ვინ მიაწოდა უგულავას ინფორმაცია... კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაცმოძრაობის" ლობისტები წარმატებით მუშაობენ... და მაინც, რა სცენარს ამუშავებენ „ნაცმოძრაობის" ლიდერები, რა სავარაუდო ფინალით დასრულდება გამოცხადებული ომის ქრონიკა.
იურისტი და ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი „ალიას" კითხუებს პასუხობს:

- რა სცენარით თამაშობს „ნაციონალური მოძრაობა" და რას უპირისპირებს ხელისუფლება?- რეალობა ისაა, რომ „ნაცმოძრაობა" რჩება წამყვან ოპოზიციურ ძალად. ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა" ისევ ხელისუფლებაშია, მან დაკარგა ძალაუფლება, მაგრამ მაინც ხელისუფლებაში დარჩა, როგორც პოლიტიკური ოპოზიციური ძალა. ამ ძალას აქვს ინფრასტრუქტურაც, პარტიული ორგანიზაციაც, აქვს მედიასაშუალებებიც, ფული და რაც მთავარია, დიდი გამოცდილება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მათ აქვთ საერთაშორისო მხარდაჭერა. ამიტომ ჩვენ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ისე, რომ „ნაცმოძრაობა" გაქრება პოლიტიკური არენიდან, პირიქით, „ნაცმოძრაობა" მეტად გაძლიერდება, რადგან არ არის სხვა ოპოზიციური ალტერნატივა, ანუ ოპოზიცია არ არის ხელშეწყობილი ხელისუფლების მხრიდან, რათა ისინი წახალისდნენ და მიეცეთ ტრიბუნა ოპოზიციურ ველზე, რომ ოპონირება გაუწინო „ნაციონალურ მოძრაობას". ვფიქრობ, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, როცა უალტერნატივო ძალად ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას". ეს შეცდომა ხელისუფლებას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმის ილუზიაში, რომ „ნაცმოძრაობა" დამარცხდა და გაქრა პოლიტიკური ველიდან, არც ის რეალობა გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ხვალ-ზეგ რომელიმე სხვა ოპოზიციური ძალა გაძლიერდება, ჯერჯერობით ამის ნიშანიც არ ჩანს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ „ნაცმოძრაობა" ამ მოცემულობით სარგებლობს და თამაშებს თვითონ დგამს, თვითონვე ახორციელებს. ამის საილუსტრაციოდ მიმაჩნია მერაბიშვილის ეპიზოდი...

- თქვენ ფიქრობთ, რომ მერაბიშვილის სკანდალური განცხადება, რომლის მიზანი იყო მთავარი პროკურორის დისკრედიტაცია, თითქოს ის იძულებით გაიყვანეს ფარცხალაძესთან შესახვედრად და ის მას „აკაჩავებდა", რეალობასთან ახლოს არ არის?..- რატომღაც მგონია, რომ მერაბიშვილისგან იყო შეთავაზება გაგზავნილი, რომ ფლობს სერიოზულ ინფორმაციას და იქნებ შემხვდეს მთავარი პროკურორიო... ციხიდან გაყვანა გამოყენებულ იქნა პროვოკაციად, თითქოს იყო ზეწოლა, მერაბიშვილმა რეალურად გააყვანინა ციხიდან თავი... ახლა წარმოიდგინეთ, რა ტექსტი იქნებოდა: ვანო მერაბიშვილი შეუთვლიდა, რომ სურვილი აქვს, შეხვდეს მთავარ პროკურორს ერთი-ერთზე, ზედმეტი მოწმეების გარეშე, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ სათქმელი. მერაბიშვილის მიზანი იყო, კამერებს მისი გაყვანა დაეფიქსირებინა და როგორც გამოიყენეს, ეს ყველასთვის ცნობილია. მერაბიშვილის მიზანი იყო, კამერებს მისი გაყვანა დაეფიქსირებინა და როგორც გამოიყენეს, ეს ყველასთვის ცნობილია. მსოფლიოში უკვე ცნობილმა პატიმარმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენა და სასამართლო სხდომაზე ასეთი სკანდალური განცხადება გააკეთა, თითქოს მასზე იყო ზეწოლა ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე სააკაშვილის ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მერაბიშვილი იყო „სტატუს კვო" მინისტრი, ის იყო მმართველი, იმ პერიოდის პოლიტიკური რეჟიმისა, მეტიც, ის იყო იმ სისტემის ერთ-ერთი „არქიტექტორი" და ცხადია, იმ სისტემაში მართვის ეს ტექნოლოგია მისი შემოტანილი იყო. შესაბამისად, მისივე ტექნოლოგია გამოყენებული იქნება გზადაგზა, ახლა უკვე ოპოზიციის როლიდან. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ მთავარი პროკურორი შეეყვანა შეცდომაში. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ შეცდომაში შევიდა, თუკი შეხვდა ვანო მერაბიშვილს, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი თანამშრომლობას აპირებდა. თუმცა სხვა საკითხია, რატომ გაიყვანეს ის ქურთუკგადაფარებული. ეს შეცდომაა. მთავარი პროკურორის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მას ოფიციალურად დავკითხავდი, რადგან მთავარ პროკურორს აქვს უფლება, როცა შემოდის ასეთი ინფორმაცია, გააფორმოს საპროცესო დოკუმენტი. ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს მანამდეც ჰქონდა მცდელობა, გავლენიან პირებს შეხვედროდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი შეხვედრაზე არ დასთანხმდნენ. ვიმეორებ, შეცდომა არ იქნებოდა, თუკი მთავარი პროკურორი საპროცესო დოკუმენტს გააფორმებდა...

- ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება, თითქოს, მას მთავარი პროკურორი „აკაჩავებდა", რომ ჟვანიას მკვლელობის საქმეში დახმარებოდა და სააკაშვილის ანგარიშები დაესახელებინა, სხვა შემთხვევაში, მას პოლიტიკურ მეგობრებსაც გვერდით მიუჯენდა, რატომღაც, დროში დაემთხვა ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის ხარშილაძის დაკავებას. თუმცა ის 400 ათასი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.- რაც შეეხება ჟვანიას თემას, მას დაწყებული ჰქონდა პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებთან სერიოზული მუშაობა და მას გვერდით ნამდვილად ედგა ბადრი პატარკაციშვილი. მაგრამ  მას მოუწევს საქმის გარჩევა აპოლიტიკურ თემებზე. მოკლედ, შავნაბადაზე საქმის გარჩევა ეხებოდა გაყიდული გემებიდან შემოსულ თანხას, მას მოსთხოვეს პასუხი, სად წაიღე ის 80 მილიონი დოლარი, ჩვენამდე რატომ არ მოვიდაო. თუ ბადრი პატარკაციშვილის მონაყოლს დავუჯერებთ, ის მეუბნებოდა, რომ ამ საქმის გარჩევას ესწრებოდა ოთხი ადამიანი: ჟვანია, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი. ბადრი მიყვებოდა, რომ სასამართლო გარჩევა იქ მოუწყეს, რა დროსაც  სააკაშვილს ჟვანიასთვის შეუგინებია, ჟვანიასაც დაუბრუნებია პასუხი და გაბრაზებულ სააკაშვილს თავში საფერფლე ჩაურტყამს. ამის შედეგად გარდაცვლილა ჟვანია. მე ასეთი ვერსია მაქვს მოსმენილი...

- თუმცა გამოჩნდა ახალი ვერსია, თითქოს არსებობს მოწმე, რომელმაც დაინახა, წყნეთის გზაზე ჟვანიას სამთავრობო ესკორტიდან როგორ გადმოვიდა ახალგაზრდა პიროვნება, როგორ ჩაჯდა ჟვანიას მანქანაში და ის აცხადებს, რომ ამ პიროვნებამ ჟვანიას იარაღიდან ესროლა. თქვენ გჯერათ ამ ვერსიის?- ამ ვერსიის შესახებ არაფერი ვიცი, ეგ ვერსია არადამაჯერებლად მეჩვენება, ჟვანია იყო პრემიერ-მინისტრი და მისი მკვლელობა ქუჩაში არ დაიგეგმებოდა, მე რატომღაც მგონია,რ ომ ჟვანიას მკვლელობა არ იყო დაგეგმილი და ეს მოხდა სპონტანურად, ბადრიც ასე ამბობდა. წესით, საფერფლის ჩარტყმითაც არ უნდა გარდაიცვალოს ადამიანი, მახსოვს, მიშა მაჭავარიანმა რჩეულიშვილს თავზე გადაამტვრია საფერფლე პარლამენტში, მაგრამ რჩეულიშვილს მხოლოდ სისხლი გამოუვიდა და გადარჩა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჟვანიას მთავარ არტერიაში მოხვდა, რომელიც გადის საფეთქელთან. როგორც ვიცი, მას სწორედ ამ ადილზე ჰქონდა ნაჭდევი. როცა მოხდა თავის ქალის ტრეპანაცია, ჟვანიას ის ადგილი ჰქონდა გაკერილი.

- თუკი შავნაბადაზე საქმის გარევას ესწრებოდა ვანო მერაბიშვილი, ის ამ ინციდენტის მოწმეა, მერაბიშვილმა ხომ არ მიანიშნა სააკაშვილს: ვითანამშრომლებ პროკურატურასთან, თუკი არაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ დამიხსნაო. ფაქტობრივად, სააკაშვილმა გასაჭირში მყოფი თანაგუნდელები მიატოვა და ნიუ-იორკში თავს დაცულად გრძნობს.- მერაბიშვილმა შემთხვევით არ ახსენა განცხადებაში, - მე მაიძულებდა მთავარი პროკურორი მეთქვა სააკაშვილის ფინანსური ანგარიშების შესახებო... სააკაშვილს გააგონა, - თუ ჭკვიანად არ იქნები, პროკურატურასთან ვითანამშრომლებთ მოგეხსენებათ, თავის დროზე ფონდები იყო შექმნილი, იყო პოლიციის ფონდი, პრეზიდენტის ფონდი, თავდაცვის სამინისტროს ფონდი, თბილისის განვითარების ფონდი და ა. შ. ამ ფონდებში ბიზნესმენებს არიცხვინებდნენ შავ ფულს, თითოეულ ბიზნესმენს ჰქონდა შეწერილი თანხა, ამ ფონდის ნაწილი რაღაცებს ხმარდებოდა, ამბობენ, რომ სიღნაღი ამ ფონდით არის აშენებული, მაგრამ, როცა 2006 წელს გახმაურდა, რომ პროკურატურასაც ჰქონდა ეს ფონდი, სასწრაფოდ დარეგისტრირდა ის ოფშორულ ზონაში, ანუ შემდგომში ყველა ეს ფონდი მათ გადაიტანეს და დაარეგისტრირეს ოფშორულ ზონაში. თქვენ იცით, რომ იქ ფინანსური კონროლი არ ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ ვიღაცამ იცის ამ ფონდის ანგარიშის ნომრები. თუ არ ვცდები, ეს კაცი უნდა იყოს ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ამ ანგარიშების კოდები იცის. ამიტომ, რადგან ვანო მერაბიშვილისგან წამოვიდა ეს განცხადება, - მე მაძალებდნენ მეთქვა სააკაშვილის ანგარიშის ნომრებიო, ეს მიშასთვის არის განსაკუთრებული გზავნილი, ჩემო მიშა, შენ ამერიკაში კარგად მოეწყვე, მაგრამ რეალურად შენი საიდუმლოს გასაღები მე მაქვსო. თუ მერაბიშვილმა სხვა გზა ვერ მონახა ციხიდან დასახსნელად, შეიძლება ესეც გააკეთოს. კანონის მიხედვით, თუ თანამდებობის პირი დაიწყებს თანამშრომლობას და მისცემს ისეთ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მთავარ პროკურორს შეუძლია პატიმრობიდან გაათავისუფლოს და სასამართლოს გარეშე შეუწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე.

რაც შეეხება ჟვანიას დაცვის უფროსის დაკავების საკითხს, ვიდრე პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა მოვიდოდა, მანამდე მქონდა ინფორმაცია, რომ ჟვანიას მკვლელობის გაუხსნელობა იყო ძალიან დიდი მინუსი ახალი ხელისუფლების და საჭირო იყო ეს გამოძიება გახსნილად გამოცხადებულიყო. ამიტომ იქნა ვერსია შექმნილი, ხარშილაძე, რომელიც ყველაზე სუსტი წერტილია ჟვანიას საქმეში, დავიჭიროთ, მასზე გადავტეხოთ ჯოხი და ამით დავასრულოთ ჟვანიას საქმის გამოძიება. ხარშილაძე რომ მკვლელი არ არის, ამაში თითქმის 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, მაგრამ რაღაცის მონაწილეა, ამაშიც დარწმუნებული ვარ, რადგან ხელისუფლება ისე მფარველობდა ხარშილაძეს, ამას შემთხვევით არავინ აკეთებს. ყველასთვის ყველაფერი ნობილი იყო და ხელოვნურად კეთდებოდა, რადგან ის ყოფილიყო ჩუმად და არაფერი ეთქვა, რაც რეალურად მოხდა. ხარშილაძე იყო ჟვანიას გადაადგილების მეგზური. ჟვანიას გარდაცვალების დღეს ხარშილაძის ხელში აღმოჩნდა მისი სეიფის გასაღები, ის ავიდა კანცელარიაში, გააღო ჟვანიას კაბინეტი და ყველაფერი გაიტანა სეიფიდან. კაციშვილმა არ იცის, რა იდო იმ სეიფში და ვისი დავალებით დააცარიელა ის. მას ჰქონდა ორი გამოსავალი, ან ჟვანიას გზას გაუყვებოდა, ან ციხის სამუდამო პატიმარი გახდებოდა. როგორც ჩანს, მან დუმილი და ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არჩია. თუ სწორად წარიმართა გამოძიება, ვფიქრობ, რაღაცას ფარდა აეხდება და ეს რაღაცა არის ჟვანიას მკვლელობა. მაგრამ მეორეცაა, როცა კაცს არ აპატიმრებენ, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას ნებაყოფლობით არ იწყებს. რადგან ხარშილაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ეს ნიშნავს, რომ კვლავ გაუხსნელი დარჩება ჟვანიას საქმე, ვიდრე არ დააკავებენ ხარშილაძეს და ციხის პირობებში არ ამყოფებენ.

- უცნაურია, ერთი მხრივ, ხარშილაძეს 400 ათას ლარს აკისრებენ გირაოს სანაცვლოდ, ხოლო მეორე მხრივ, ქალაქის მერს, რომელსაც ბრალს დებენ 50 მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვაში, მხოლოდ 50 ათასი ლარის სანაცვლოდ ათავისუფლებენ და საბოლოო განაჩენამდე მერის პოსტს ატოვებინებენ. გიგი უგულავამ კი სკანდალური განცხადება გააკეთა, მან დადო დოკუმენტი და აცხადებს, რომ ფარცხალაძე ყაჩაღობისთვის ნასამართლებია გერმანიაში და 2016 წლამდე მას ეკრძალება საჯარო თანამდებობის დაკავება. უგულავა მთავარი პროკურორის გადაყენებას მოითხოვს, სანდოა ეს ინფორმაცია?- სხვათა შორის, კულუარებში ეს ინფორმაცია კარგა ხანია ვრცელდება, ასევე ვრცელდება სხვა ინფორმაციები, თითქოს მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული. რამდენად სწორია არ ვიცი და არ მინდა დავიჯერო, რომ მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება არა აქვს მიღებული. არ მჯერა, რომ მთავარი პროკურორი ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღობისთვის იყო დაკავებული, რადგან შეუძლებელია, სხვის ქვეყანაში პატიმრად ნამყოფი, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი დანიშნო მთავარ პროკურორად. ფარცხალაძეს რომ მოუნდეს გერმანიაში ჩასვლა, მას ვიზას არ მისცემენ, ამიტომ ეს მგონია ჭორი. ვფიქრობ, ეს არის „ნაცმოძრაობის" პიარკამპანია, რომელიც ემსახურება არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციას. დააკვირდით ჯაჭვურ რეაქციას, როგორ დაიწყო მთავარი პროკურორის დისკრედიტაცია, მთავარი პროკურორი ახდენს მერაბიშვილზე ზეწოლას, ამას მოჰყვა მეორე ნაბიჯი - ხარშილაძეს უშვებენ გირაოს სანაცვლოდ, მე ვფიქრობ, იქაც „ნაციონალების" გავლენით მოხდა მისი განთავისუფლება, შემდგომ, უგულავას პროცესზე „ნაციონალები" ასახელებენ ჯანყარაშვილს, თითქოს მან მოახდინა მოსამართლე დალი მეტრეველზე გავლენა და მიაღებინა ასეთი გადაწყვეტილება, ანუ ეს არის ჯაჭვური კამპანია, კულმინაცია კი ის იყო, რომ ამ ყველაფერს აკეთებს „კრიმინალი" მთავარი პროკურორი, ანუ მტკიცებულებებით იხატება ისეთი სურათი, ისინი არ აკეთებენ უსაგნო განცხადებებს, არამედ ამას მოჰყვება თავისებური მტკიცებულებები და „ნაციონალები" ამას დასავლეთს აჩვენებენ ისე, რომ თითქოს, მათ კრიმინალები დევნიან. დადასტურებული მტკიცებულებაა, რომ მერაბიშვილის გაყვანის ვიდეოფირი არსებობს, დადასტურებული მტკიცებულებაა, რომ ხარშილაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ამის იქით უკვე იწყება პიარი, რადგან ორი დადასტურებულია, დანარჩენი უკვე ამ ფონზე იკარგება და ადამიანები ვეღარ არკვევენ, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. ახლა ხუთ პირობას აყენებს „ნაცმოძრაობა" პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუ პარლამენტი ამას არ დააკმაყოფილებს მიმართავენ დიპლომატიურ კორპუსს, რომ მათ შექმნან კვლევის ჯგუფი, ამ ჯგუფს დაევალება, რომ გერმანიის საელჩომ მოიპოვოს მთავარ პროკურორზე ინფორმაცია, სანამ სიმართლე დადგინდება, ამ პროცედურას ხომ დრო სჭირდება, ამ დროით კი სარგებლობს „ნაცმოძრაობა" და კვლავ პიედესტალზე დგება მათი პოლიტიკური აქტივობა. მსოფლიოს გააგებინებენ, რომ „ნაცმოძრაობას" დევნიან კრიმინალები და არა, დავუშვათ, კანონიერი ხელისუფლება. ამათთან ბრძოლა არ არის ასე მარტივი ამბავი, ამიტომ „ნაცმოძრაობას" არ უნდა ებრძოლო კულისებიდან, „ნაცმოძრაობა" უნდა გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან ამ სტატუსით და ამის შემდეგ უნდა დაუგეგმო ბრძოლა.

იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა" გააქრო, საჭიროა სასამართლოში სარჩელის შეტანა, თუ ჩვენ გაგვაჩნია სამართლებრივი საფუძველი იმისა, ვთქვათ, რომ 9 წლის მანძილზე ქვეყანას მართავდა დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმი, რეჟიმის შემქმნელი პარტია უნდა აიკრძალოს. მსოფლიოში არსებობს მსგავსი პრეცედენტები. როგორც კი აიკრძალება „ნაცმოძრაობა", ყველა მანდატი, რომელიც მათ აქვთ მოპოვებული პარლამენტში, ასევე საკრებულოში, გაუქმდება. თუ სამართლებრივი და ლეგიტიმური ბრძოლის უნარი არ გაქვს, მაშინ რა გინდა ხელისუფლებაში? ამიტომ, ხელისუფლებას კვალიფიციური მუშაობა მოუწევს, თუ გინდა „ნაცმოძრაობა" ყელში არ გაეჩხიროს.

- როგორ ფიქრობთ, რა გეგმით აპირებს „ნაცმოძრაობა" რევანშის აღებას?- „ნაცმოძრაობა" უკვე იწყებს საზოგადოებრივ აქტივობას. ხედავთ, რა ხდება გამგეობებში? არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს დაუგეგმავი პროცესი... იცით, რაზე აქვთ გათვლილი? მოდის გაზაფხულის საარჩევნო კამპანია, მათ წინასწარ უნდა მოამზადონ რაიონებში მომხრეები, რათა თბილისში მასობრივი ღონისძიების გამართვა შეძლონ და ახლა გეტყვით რატომ: სადღაც აპრილ-მაისში გააქტიურდება რუსეთ-საქართველოს საკითხი. ალბათ, მოუსმინეთ პუტინის გამოსვლას საქართველოსთან დაკავშირებით, მის სიტყვებში იყო მზაობა, რომ საქართველოსთან იწყება ახალი რუსული პოლიტიკის განხორციელება.

ისიც კარგად დავინახეთ, რომ, რაც უკრაინაში მოხდა, მთლიანად რუსების მიერ იყო პროვოცირებული და რუსებმა ეს პროცესი უკრაინაში მოიგეს. მსოფლიომ აღიარა ის ნაბიჯები, რაც რუსეთმა უკრაინის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გადადგა, ევროპას ამის რესურსი არ გააჩნია და არც შეეძლო. პრაქტიკულად, უკრაინის ეკონომიკა გადარჩა, რუსეთმა მისცა 17 მილიარდი და გაზზე ფასი შეუმცირა. უკრაინას სხვა არაფერი დარჩა, გარდა იმისა, რომ შევიდეს საბაჟო კავშირში, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა ხდება ევრაზიული კავშირის წევრი. რჩება მხოლოდ საქართველო, ამიტომ პუტინმა უკრაინის ფონზე იჩქარა და საქართველოს მიმართ განაცხადი გააკეთა. როგორც კი ევროკავშირმა დაინახა, რომ უკრაინისთვის ბრძოლა წააგო და მოიგო რუსეთმა, ახლა ჩქარობს, საქართველოც არ წააგოს და პროცედურების დაჩქარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: დაიწყო კონკურენცია საქართველოს მიმართ...

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რომ ვუსმენ, მეცინება, ისეთი მყარი პოზიცია აქვს და აცხადებს, არ შეიცვლება ევროკავშირთან ჩვენი პოზიციებიო. მე მას ვუცხადებ წინასწარ, რომ შეიცვლება. ნუ არიან ასეთი კატეგორიულები და ზედმეტად ნუ არწმუნებენ საზოგადოებას, რადგან ისევ მათ ავტორიტეტს დაარტყამს. როგორც კი კურსი შეიცვლება, ისინი მაშინვე უნდა გადადგნენ თანამდებობიდან. აი, ახლა კი მივედით ფინალამდე და გეტყვით, რაზეა ორიენტირებული „ნაცმოძრაობა". მათ კარგად იციან, რომ საგარეო ვექტორი შეიცვლება, ამიტომ ამზადებენ ისინი თავიანთ ჯგუფებს, რათა საქართველოში გაიმეორონ უკრაინა. ევროპა მაინც შეგუებულია, იმიტომ, რომ უკრაინა მაინც პრორუსულია... ისტორიულად უკრაინა იყო კიევის რუსის ერი, იქიდან განვითარდა რუსეთი. შეგუებულები არიან ევროპელები, რომ ეს არ არის მხოლოდ სლავური ქვეყანა, არამედ ეს არის რუსული ქვეყანა. ვერ გამოგლიჯა რუსეთს უკრაინა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდა ევროკავშირი უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ საქართველო არ არის უკრაინა და არც რუსულენოვანი ქვეყანაა, თანაც უკრაინაში ამერიკელებს დიდი ფული არ აქვთ დახარჯული, საქართველოში კი სერიოზული ფული აქვთ ჩადებული. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საქართველო გეოსტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე უკრაინა. ამიტომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად საქართველო მსოფლიოში გაცილებით მაღალი ფასეულობის მატარებელია, ვიდრე უკრაინა. ამიტომ იქმნება საქართველოში ინტერესების სერიოზული კვეთა რუსეთისა და დასავლეთის. მშვიდად და რბილად კი ეს პროცესები არ ჩაივლის. ამიტომ „ნაცმოძრაობა" ახლავე გეგმავს, რომ ის პროცესებისთვის იყოს მზად.  საქართველოს ყველა ანტირუსულად განწყობილ ადამიანს გაუკეთონ კონსოლიდაცია, ისინი განსაკუთრებით სტუდენტებზე აკეთებენ აქცენტს. სააკაშვილმა თავის დროზე გათვალა და სტუდენტობა განაწყო პროდასავლურად და ის დარწმუნებულია, რომ სტუდენტობის სახით დიდი დასაყრდენი ეყოლება. მიშა ამ დროისთვის საქართველოში აუცილებდა ჩამოვა. ის არ ჩამოვა მარტო, მას ჩამოჰყვებიან სენატორები და ჩამოიყვანენ მას, როგორც ლიდერს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩამოიყვანენ ამიერკავკასიაში დემოკრატიისთვის მებრძოლ ლიდერად. ანტირუსი მარტო საქართველოში კი არ არის, აზერბაიჯანშია, სომხეთშია... შესაბამისად, სააკაშვილი გახდება ამ სამი სახელმწიფოს ის ლიდერი, რომელიც ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს კავკასიაში... ამ ყველაფერზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ხელისუფლებამ შეძლოს პრევენციის გატარება, გამოფხიზლდნენ და მიაქციონ ამ ყველაფერს ყურადღება.
                                                                                                                                                                                       ნინო სამხარაძე                                                                                                                                                                                     გაზეთი „ალია" 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016