reportiori.ge - პაულ რიმპლი: ყოჩაღ პრეზიდენტ სააკაშვილის PR მანქანას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:42
პოლიტიკა
პაულ რიმპლი: ყოჩაღ პრეზიდენტ სააკაშვილის PR მანქანას!
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 22:41

გამოცემა "The Moscow Times" ჟურნალისტ პაულ რიმპლის წერილს აქვეყნებს, სადაც ავტორი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკულ PR-მეთოდებს მიმოიხილავს და იმ კონგრესმენების შესახებ წერს, რომლებიც "სააკაშვილის წყალობით დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ტირანია დამყარდა. "ყოჩაღ პრეზიდენტ სააკაშვილის PR მანქანას! ხომ დაარწმუნეს მისმა ლობისტებმა კონგრესმენი მაიკლ ტერნერი, რომ საქართველო არის დესპოტური, კორუმპირებული და მოძალადე სახელმწიფო, რომელიც არ იმსახურებს აშშ-ის მხარდაჭერას! საინტერესოა, ვის მხარეზეა სააკაშვილი?. ტერნერმა (მემარჯვენე რესპუბლიკელი) მხარი დაუჭირა ცვლილებებს აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც, მიღების შემთხვევაში, შეამცირებს აშშ-ის დახმარების მოცულობას საქართველოსთვის, რადგან ამ უკანასკნელმა  "თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების" მშენებლობის გზას გადაუხვია," - წერს რიმპლი. სტატიის თანახმად, 2007 წელს სააკაშვილმა საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა, როცა მისმა კორუფციაგაუმტარმა პოლიციამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია და ძალის გამოყენებით დახურა დამოუკიდებელი ტელევიზია. როგორც რიმპლი აღნიშნავს, ამასობაში, თავად ტერნერმაც "გადაუხვ-გადმოუხვია" გზიდან.  "არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქეები პასუხისმგებლობისა და ეთიკისათვის ვაშინგტონში" თანახმად, ტერნერი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენია. ეს განცხადება  ეთიკის საკითხებს ეხება. საქმე ის გახლავთ, რომ მისმა მეუღლემ მიიღო კონკურსგარეშე სამარკეტინგო კონტრაქტი ჯგუფისგან, რომელიც დაფინანსებულია ფედერალური ბიუჯეტიდან. ეს გახლავთ იგივე ტერნერი, რომელიც აცხადებს, რომ კონგრესის ხარჯების შეკვეცის მომხრეა და ამავდროულად ამატებს დებულებას აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე ბირთვული ობიექტისათვის ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების აღსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ ეს ობიექტი აუცილებლობას არ წარმოადგენს. და აი, ამის შემდეგ ტერნერის წინასაარჩევნო კამპანიამ მიიღო 70 000 დოლარის ოდენობის შეწირულობა სწორედ ამ ბირთვულ ლაბორატორიასთან დაკავშირებული კომპანიებისგან. ამ არამიზნობრივი და უსარგებლო ბირთვული პროექტის დაფინანსება დაემთხვა სააკაშვილის პოლიციის მიერ კიდევ ერთი საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის შემდგომ პერიოდს. ამ დარბევამ იმსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე", - აღნიშნავს სტატიის ავტორი. მისივე თქმით, ტერნერსა და აშშ-ის კონგრესს არავითარი პრეტენზიები არ ჰქონდათ საქართველოს დემოკრატიული წინსვლის მიმართ, როცა ქვეყანას  11 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოეყო 2007 წელს და 17.9 მილიონი დოლარი 2011 წელს. ახლა კი, როცა  ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა განხორციელდა: დემოკრატიული გზით ხელისუფლების გადაბარება, მათ გაუჩნდათ პრეტენზიები. ტერნერის მიზანია, სწორედ იმ სახელმწიფოს დასჯა, რომლის წვლილიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ავღანურ მისიაში აღემატება თავად ალიანსის წევრი ქვეყნების წვლილსაც. ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმართულ მისიებში საქართველოდან 34 მებრძოლი დაიღუპა. "სააკაშვილის ლობირების წყალობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პოლიტიკური და პირადი მოტივაციის საფუძველზე ახორციელებს კურსს და იძლევა გაფრთხილებას, რომ ამან შეიძლება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ცინიზმია, როცა სააკაშვილი მიჰყვება იმავე კურსს და ახორციელებს ლობირებას კონგრესში საკუთარი ქვეყნისათვის მხარდაჭერის შესამცირებლად, ნაცვლად მისი გაზრდისა," - აღნიშნავს პაულ რიმპლი

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016