reportiori.ge - მოშიმშილე პატიმარს წვეთოვანი დაუდგეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:17
საზოგადოება
მოშიმშილე პატიმარს წვეთოვანი დაუდგეს
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 22:55

რუსთავის N17 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრის, ირაკლი შულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მისი ადვოკატის, მამუკა ქირიას ინფორმაციით, პატიმარი ძალიან სუსტადაა და მას წვეთოვანი დაუდგეს. "მისი ფსიქიკური და ქცევითი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიღებდა კანონიერ გადაწყვეტილებას, სასჯელის მოსახდელად 11 თვე რჩებოდა. მას ეხება .. უდო, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და ამ მოთხოვნით შიმშილობს. იმედია კომისია გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს, "- განაცხადა მამუკა ქირიამ. ირაკლი შულაია N17 დაწესებულებაში, სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებიც საქმეების გადახედვას ითხოვენ, უკვე მერვე დღეა შიმშილობს. ის წყლის მიღებაზეც უარს ამბობს. შულაიას ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესახებ განცხადება დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის მოძღვარმა გააკეთა, რომელმაც მოშიმშილე პატიმრები მოინახულა. სასულიერო პირის თქმით, შულაია მასთან საუბრისას ითიშებოდა და გონებას კარგავდა. ბოლო ინფორმაციით, რუსთავის N17-ე დაწესებულებაში 48 პატიმარი შიმშილობს. პატიმრების ახლობლების თქმით, შიმშილობის შეწყვეტას დაწესებულებაში დეპუტატ ეკა ბესელიას მისვლამდე არ აპირებენ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016