reportiori.ge - სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის კვლევებით მოსახლეობის უმეტესობა დადებითად შსს-ს საქმიანობას აფასებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:39
პოლიტიკა

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, დადებითად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას აფასებს.

კვლევის ცენტრის წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილისა და თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ კვლევები თბილისის მასშტაბით, რამდენიმე უბანში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, პირდაპირი ინტერვიუებისა და ინტერნეტ გამოკითხვის პრინციპით აწარმოა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2-დან 26 ივლისის ჩათვლით 3 982-მა საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო.

კითხვაზე, რომელი სამინისტროს საქმიანობას აფასებთ ყველაზე დადებითად, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 880;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 800;
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 540;
4. საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 460;
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 210;
6. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - 210;
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 200;
8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 190;
9. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო - 150;
10. საქართველოს კულტურისა და ძეგთა დაცვის სამინისტრო - 110;
11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - 70;
12. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - 60;
13. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო - 50;
14. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 30;
15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 20;
16. საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო - 0.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ არჩევნების შემდეგ წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელ რეფორმას მიიჩნევთ ყველაზე წარმატებულად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, გამოკითხულთა 980-მა ადამიანმა მხარი საჯარო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების რეფორმას დაუჭირა, 880 ხმა ერგო სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, 660 ხმა – უფასო მშობიარობას, 450 ხმა – კომუნალური გადასახადების შემცირებას, ასევე, 450 ხმა მიიღო საყოველთაო ამნისტიამ, 400 ხმა მიიღო გაზრდილი სოციალური დახმარების პროგრამამ, 240 ხმა ერგო სასამართლო რეფორმას, 200 ხმა – გაზრდილ პენსიებს და 8 ხმა მიიღო სამხედრო მოსამსახურეების გაზრდილი ხელფასების რეფორმამ, ხოლო 60-მა ადამიანმა სხვადასხვა რეფორმა მიიჩნია წარმატებულად.

ლევან გოგიჩაიშვილი, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი: "კვლევა მოიცავს 2-26 ივლისის ჩათვლით პერიოდს და მასში 3 980-მა სრულწლოვანმა, არჩევნებში ხმის უფლების მქონე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ შედეგი რეალობასთან ყველაზე ახლოა, რადგან კვლევაში წამყვან პოზიციებზე მყოფი სამინისტროები მეტად აქტიურობენ საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ ისინი მუშაობენ. ის, რომ დევნილთა სამინისტრომ, ამ გამოკითხვებით მიიღო "0" ხმა, იმაზე მიანიშნებს, რომ სამინისტრო მისი საქმიანობის ინფორმირებას არ ახდენს. შსს მაღალი მაჩვენებელი კი, ალბათ, ადეკვატურია, რადგან ამ სამინისტრომ ბევრ საკითხზე გააკეთა რეაქცია, იგივე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ის ახდენს რეაგირებას, ელაპარაკება საზოგადოებას და ხდება გამჭვირვალე. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც სამინისტრო დახურული იყო. ამიტომაც მეტი გამჭვირვალობა იწვევს საზოგადოების მეტად დადებით რექციას მათი მისამართით".

ზაქარია ქუცნაშვილი, უმრავლესობის წევრი: "საზოგადოების ინფორმირებისა და ეფექტურობის კრიტერიუმებით, ვფიქრობ, სწორად არის ნაჩვენები გამოკითხვის შედეგები. რადგან ამით ზემოხსნებეული სამინისტროები აშკარად გამოირჩევიან. როგორც შსს, ასევე, იუსტიციის სამინისტრო, ძალიან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ არჩევნების შემდეგ განხორციელებულ პროგრამებს, გამოკითხვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შეჭირვებულებს ეხება და თავისი არსით მზრუნველობითია, არის პოპულარული. რადგან უფასო სახელმძღვანელოები, სოფლის დახმარების პროგრამა, უფასო მშობიარობა, ვფიქრობ, რომ სწორად არის პოპულარული, სახელმწიფო უნდა შეეხიდოს გაჭირვებულ ხალხს და ფული, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ჰქვია, არ არის მარტო ჩინოვნიკების შესანახი. ამიტომაც ადეკვატურად და შესაბამისად მიმაჩნია შეფასება ამ პოპულარულ პროგრამენთან მიმართებაში".

ირაკლი სესიაშვილი, დეპუტატი: "საზოგადოება თავადაც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა ყველა კვლევა იყოს მიუკერძოებელი. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას ყველაფერი ერთად დაატყდა თავს, ეს იყო სამართლიანობის აღდგენა, დაპირებები, რომელიც ჩვენ მივეცით ხალხს, რეფორმები და ა.შ. ამიტომაც მე ვთვლი, რომ ახალმა ხელისუფლებამ ამ რვა თვეში გააკეთა ორი წლის საქმე. თუ კი თქვენ მიღწეულ შედეგებს თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ის საკმაოდ დიდია. რასაც მე პირადად ასე მცირე მონაკვეთში არ ველოდებოდი. ახალ ხელისუფლებას დიდად არ სცალია პიარისთვის, თუ დააკვირდებით რა ხდება ჯანდაცვაში, განათლებაში, გეტყვით, რომ ასეთი რამ არც კი მოფიქრებია ვინმეს. შედეგები იმაზე მეტია, ვიდრე ველოდით, მაგრამ ინფორმაცია მოსახლეობასთან არ არის მისული სრულყოფილად და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მომავალში უფრო კარგად წარმოჩინდება".

პავლე მგელაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "მცირე მიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა. შესაბამისად, ეს კვლევა ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრი ადამიანის დახმარება. ამ ყველაფრის შედეგი ერთი წლის შემდეგ იქნება. ამიტომაც გვინდა, მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანს, ვინც დააფასა ეს ყველაფერი და ამ კვლევაში მიიღო მონაწილეობა".

ნინო გიორგობიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: "სასიამოვნო მოსასმენია, რომ იმ რეფორმების შესახებ, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩატარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოება სწორად არის ინფორმირებული. ჩვენ, მომავალშიც, აუცილებლად გავაგრძელებთ ეფექტურ სამიანობას".

-->
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის კვლევებით მოსახლეობის უმეტესობა დადებითად შსს-ს საქმიანობას აფასებს
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 04:39

- +

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016
არქივი