reportiori.ge - ილია მეორე: ღმერთმა მოგვცეს ძალა, დავძლიოთ ის წინააღმდეგობები, რომელიც ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:40
რელიგია
ილია მეორე: ღმერთმა მოგვცეს ძალა, დავძლიოთ ის წინააღმდეგობები, რომელიც ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე
29 დეკემბერი, 2013. 15:03

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგება წარმოთქვა. უწმინდესმა ახალი წლის მოახლოებაზე ისაუბრა და საქართველოსა და მსოფლიოს ბედნიერება უსურვა. 

 

ბედნიერება სამი ძალისგან შედგება. ეს არის ღვთის ლოცვა- კურთხევა, წინაპრების ცოდვა და მადლი და პირადად ადამიანის მოქმედება, ცხოვრება. ჩვენ მუდამ უნდა ვთხოვოთ მადლი უფალს. ძველი გამონათქვამია - მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე. თუ კეთილი ცხოვრების წინაპრები ჰყავს ადამიანს, მასზე მადლი გადმოდის და თუ წინაპრებს ცოდვა აქვთ ჩადენილი, ისიც გადმოდის შთამომავლობაზე. მესამე თავად ადამიანის მოღვაწეობაა. თუ ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებას მივაქცევთ, ბედნიერი ვიქნებით", - ბრძანა უწმინდესმა. 

 

პატრიარქის თქმით, ხშირად ამბობენ, თუ ბედი დაწერილია, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებას. როგორც უწმინდესმა განმარტა, ბედი დაწერილია, რადგან ღმერთისთვის ადამიანის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც აწმყოა. 

 

უფალი ხედავს ადამიანის ცხოვრებას და მომავალს. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფაქცევას, ჩვენს სიტყვებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი, ყოველ სიტყვაზე ადამიანი პასუხს გასცემს უფალს. ადამიანმა უნდა აკონტროლოს სიტყვაც და საქმეც", - ბრძანა უწმინდესმა. 

პატრიარქმა მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, ყოველდღე სთხოვონ დალოცვა დედ-მამას. ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე მიდით მათთან და თავმდაბლობით სთხოვეთ დალოცვა. რასაც გეტყვიან ისინი, ის ასრულდება, ის მოგეცემათ თქვენ. თქვენს მშობლებს ხელზე უნდა ემთხვიოთ. ამის საშუალებით მამა, ძე და სული წმინდა გადმოგცემთ მადლს. ეს არ უნდა დაივიწყოთ, მშობლების დალოცვა ძალიან ძლიერი ძალაა", - ბრძანა უწმინდესმა. 
პატრიარქმა ისურვა, ღმერთმა მისცეს ქართველ ერს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა. 


ღმერთმა მოგვცეს ძალა, დავძლიოთ ის წინააღმდეგობები, რომელიც ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე. ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ მამაზეციერმა", - მიმართა მრევლს პატრიარქმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016