reportiori.ge - ბოლო მონაცემებით, ვოლგოგრადში ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:12
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ვოლგოგრადში ტერაქტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
29 დეკემბერი, 2013. 15:41

ქალაქ ვოლგოგრადში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; დაშავებულია 50-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. 

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ საათზე მოხდა. დაღუპულთა შორის არის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც, როგორც ცნობილია, ტერორისტი სადგურის ტერიტორიის სიღრმეში არ შეუშვა. „იმ შემთხვევაში თუ ბოროტმოქმედი მოსაცდელ დარბაზში შეღწევას მოახერხებდა, მხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა“- აცხადებენ გამომძიებლები.

 

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებამ მომხდარ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. 

ჯერჯერობით დაუდგენელია რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა შენობის შესავლელში. 

რკინიგზის სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ შემოღობილი. ადგილზე ერთმანეთის მიყოლებით მიდიან სასწრაფო დახმარების მანქანები. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016