დღეს, ვოლგოგრადში მომხდარმა ტერაქტმა, იმსხვერპლა 14 ადამიანი, დაშავდა 50, საავადმყოფოებში გადაყვანილია 34. ეს არის მხეცური დანაშაული, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანურ ფასეულობებთან, პოლიტიკურ ბრძოლასთან, რწმენასთან! ეს არის სიმხეცე, რომელიც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ტერორიზმს არ აქვს ეროვნება, საზღვრები, ასაკი, სქესი, რელიგიურობა. ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და იგი უნდა არა მარტო უყოყმანოდ დაგმოს ყველა ნორმალურმა ადამიანმა, არამედ სახელმწიფოებისა და საზოგადოების ხელთ არსებული ყველა საშუალებით წინ უნდა აღუდგეს და ალაგმოს ნებისმიერი წარმომავლობის ტერორიზმი და ტერორისტები. "რეპორტიორის" კოლექტივი გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს ადამიანთა დაღუპვის გამო, თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს დაჭრილ-დასახიჩრებულებს, დაზარელებულებს და სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც რეალურად და შეუპოვრად ებრძვის ტერორიზმს ყველგან და ყოველთვის!