reportiori.ge - The Guardian–ის საუკეთესოები: მესი, რონალდუ, იბრაგიმოვიჩი, რიბერი, ინიესტა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:38
სპორტი
The Guardian–ის საუკეთესოები: მესი, რონალდუ, იბრაგიმოვიჩი, რიბერი, ინიესტა...
29 დეკემბერი, 2013. 20:49

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2013 წლის საფეხბურთო შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს საუკთესო ფეხბურთელების ასეული გამოაქვეყნა. რაღა თქმა უნდა, ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს თუ რომელი ფეხბურთელები არიან რჩეული ასეულის მოწინავეთა შორის და ამ ჩამონათვალს აქვე გთავაზობთ...  მაშ ასე, პლანეტის საუკეთესოთა შორის პირველობა „ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის ერგო. მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის" პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, მესამეზე კი ფრანგული „პარი სენ ჟერმენის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაგიმოვიჩი. მეოთხე-მეხუთე ადგილები, შესაბამისად მიუნხენის „ბაიერნის" ფრანგმა შემტევმა ფრანკ რიბერიმ და „ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ გაიყვეს...


The Guardian-ის ვერსიით, მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ასეულში არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მოხვდა. კერძოდ, იტალიელები: ანდრე პირლო (21-ე), ჯანლუიჯი ბუფონი (24-ე) და ფრანჩესკო ტოტი (31-ე); გერმანელები: მანუელ ნოიერი (22-ე), თომას მიულერი და (25-ე), მარიო გიოტცე (34-ე); ინგლისელები უეინ რუნი (28-ე) და ფრენკ ლამპარდი (88-ე), ჩეხი პეტარ ჩეხი (65-ე), არგენტინელი ანხელ დი მარია (72-ე), კამერუნელი სამუე ეტოო (83-ე)...

The Guardian-ის TOP ასეულის მოწინავე ოცეული ასეთია:



1. ლიონელ მესი (26 წლის, „ბარსელონა" / არგენტინა)

 

2. კრიშტიანუ რონალდუ (28 წლის, მადრიდის „რეალი" / პორტუგალია)

 

3. ზლატან იბრაგიმოვიჩი (32 წლის, „პარი სენ ჟერმენი" / შვედეთი)

 

4. ფრანკ რიბერი (30 წლის, „ბაიერნი" / საფრანგეთი)

 

5. ანდრეს ინიესტა (29 წლის, „ბარსელონა" / ესპანეთი)

 

6. ნეიმარი (21 წლის, „ბარსელონა / ბრაზილია)

 

7. გარეთ ბეილი (24 წლის, მადრიდის „რეალი" / უელსი)

 

8. ჩავი (33 წლის, „ბარსელონა / ესპანეთი)

 

9. ლუის სუარესი (26 წლის, „ლივერპული" / ურუგვაი)

 

10. სერხიო აგუერო (25 წლის, „მანჩესტერ სიტი" / არგენტინა)

 

11. რობინ ვან პერსი (30 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი" / ჰოლანდია)

 

12. მესუთ იოზილი (25 წლის, „არსენალი" / გერმანია)

 

13. ედინსონ კავანი (26 წლის, „პარი სენ ჟერმენი" / ურუგვაი)

 

14. არიენ რობენი (29 წლის, „ბაიერნი" / ჰოლანდია)

 

15. ფილიპ ლამი (30 წლის, „ბაიერნი" / გერმანია)

 

16. რადამელ ფალკაო (27 წლის, „მონაკო" / კოლუმბია)

 

17. ტიაგო სილვა (29 წლის, „პარი სენ ჟერმენი" / ბრაზილია)

 

18. რობერტ ლევანდოვსკი (25 წლის, დორტმუნდის „ბორუსია" / პოლონეთი)

 

19. იაია ტურე (30 წლის, „მანჩესტერ სიტი" / კოტ დივუარი)

 

20. ბასტიან შვაინშტაიგერი (29 წლის, „ბაიერნი" / გერმანია)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016