The National Enquirer- ანონიმური წყაროს ინფორამციით, აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი განქორწინებას აპირებენ, რისი ინიცატორიც მიშელ ობამაა.
წყაროზე დაყრდნობით, ობამების წყვილი, რომლებსაც 20 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, იდიალურისგან შორსაა.
მათ ურთიერთობაში ბოლო წვეთი სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე ბარაკ ობამასა და დანიის პრემიერ-მინისტრის „ფლირტი" გახდა.
წყაროს ინფორმაციით, ამ ინციდენტის შემდეგ ობამების წყვილს ცალ-ცალკე ოთახებში სძინავთ. მიშელ ობამა კი უახლოეს მომავალში შველებთან ერთად საცხოვრებლად ჩიკაგოში აპირებს გადასვლას. ამის შემდეგ პირველი ლედი განქორწინების პროცედურას დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ საიტი, რომელმაც ობამების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნა, აღარ ფუნქციონირებს.