reportiori.ge - "ქართული ოცნებიდან" ერთი პირი გარიცხეს, ორს კი გაფრთხილება მისცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:57
პოლიტიკა
"ქართული ოცნებიდან" ერთი პირი გარიცხეს, ორს კი გაფრთხილება მისცეს
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 10:32

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს მომხდარი დაპირისპირება, მკაცრად დაგმო პარტია  „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ." პარტია გაემიჯნა აღნიშნულ ინციდენტს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ან აგრესიული ქმედება პოლიტიკურ პროცესებში მიუღებელია. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში პარტია „ქართულ ოცნებას", როგორც პოლიტიკურ სუბიექტს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, გამოიკვეთა პარტიის ცალკეული წევრების მონაწილეობა ზუგდიდის ინციდენტში. „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ პირებთან დაკავშირებით. ესენია : გაიოზ მონიავა- წერილობითი გაფრთხილება, ლაშა გოგია-გაფრთხილება, ზაალ თოდუა- გარიცხვა.

ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო"-ს  ყოველთვის შეურიგებელი და სამართლიანი პოზიცია ექნება მსგავს ფაქტებთან მიმართებაში. გასულ წლებში და განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ძალადობის, ზეწოლის, უსამართლობის ობიექტი, თუმცა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც მმართველი კოალიციის წევრ პარტიას, გვეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტია აფრთხილებს მის ყველა წევრს და მხარდამჭერს, თავი შეიკავონ მსგავსი აგრესიული ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კვლავაც მიიღებს უმკაცრეს დისციპლინარულ ზომებს."-ნათქვამია განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016