reportiori.ge - გაერო-ს გენერალური მდივანი ვოლგოგრადში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:51
მსოფლიო
გაერო-ს გენერალური მდივანი ვოლგოგრადში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს
ავტორი: ანა ნოდია
30 დეკემბერი, 2013. 11:22

"გენერალური მდივანი მკაცრად გმობს ვოლგოგრადში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლებას და რუს ხალხს", - ნათქვამია გაერო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ვოლგოგრადში მომხდარი ტერაქტები  დაგმო. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს. ბან კი-მუნი მოუწოდებს, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვისაც ამ საზარელ აქტებში მიუძღვის ბრალი.


შეგახსენებთ, ვოლგოგრადში გუშინ და დღეს ორი ტერაქტი მოხდა. დღეს დილით, ძერჟინსკის რაიონში ტროლეიბუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. გუშინ კი რკინიგზის სადგურში აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი ემსხვერპლა, 35-მდე კი დაშავდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016