ამერიკული გამოცემა „Wall Street Journal" ვოლგოგრადში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება და წერს, რომ ტერაქტი სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ უსაფრთხოების თვალსაზრისით შიშს აღძრავს.
"სოჭი კავკასიის მთებში, ჩეჩნეთის რეგიონის მახლობლად მდებარეობს, სადაც რუსი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ისლამისტი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა. უკანასკნელ წლებში შეტაკებები გაგრძელდა დაღესტანშიც. რუსეთი ათობით ისლამისტი ტერორისტის დაღუპვას იუწყებოდა. ბოლო წლებში ტერორისტული აქტები რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში შემცირდა, თუმცა, ვოლგოგრადში მომხდარი აფეთება ხაზს უსვამს, ტერორისტული საფრთხის შეჩერების სირთულეს ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია", - ნათქვამია სტატიაში.
(მომაზადა თეონა რამაზაშვილმა)