reportiori.ge - დავით სერგეენკო პირველი ოფიციალური ვიზიტით აშშ–ში მიემგზავრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:52
პოლიტიკა
დავით სერგეენკო პირველი ოფიციალური ვიზიტით აშშ–ში მიემგზავრება
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 11:08

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს ეწვევა.

 ვიზიტის ფარგლებში, დავით სერგეენკო შეხვედრებს გამართავს ამერიკის კონგრესმენებთან, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის( National Health Institute), კიბოს ეროვნული ინსტიტუტის (National Cancer Institute), ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (US Food and Drug Administration) და უნივერსიტეტების - ჯონ ჰოპკინსის, ემორის, დიუკისა და პიტსბურგის - სამედიცინო სკოლების ხელმძღვანელ პირებთან.

 მინისტრი შეხვდება კონგრესმენ ამი ბერას, კალიფორნიის წარმომადგენელს, რომელიც 20 წელზე მეტია მოღვაწეობს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. ასევე საყურადღებოა შეხვედრები დოქტორ ანტონი ფაუჩთან - ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან და ტედ ტრიმბელთან - კიბოს ეროვნული ინსტიტუტის გლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან.

 ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის საკითხები რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით. აშშ კიბოს ეროვნული ინსტიტუტთან უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოში ონკოლოგიის ეროვნული კონცეფციისა და დარგის განვითარების გეგმაზე სამუშაოდ. კიბოს ეროვნული ინსტიტუტი მზად არის, საქართველოს აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება ადგილზე სიტუაციის შეფასებასა და თანამედროვე სტანდარტებით ონკოლოგიური სერვისების დაგეგმარების კუთხით. ვიზიტის დროს მოხდება შეთანხმება თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე.

 ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და ფოგარტის სერთაშორისო ცენტრთან შეხვედრისას მინისტრი განიხილავს ქართველი მედიკოსებისა და ბიო-სამედიცინო დარგის მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებსა და სასწავლო პროგრამებში. კვლევითი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება, როგორც გადამდები (მაგალითად შიდსის, C ჰეპატიტის), ასევე არაგადამდები დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, ავთვისებიანი სიმსივნეების) კუთხით.

 ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გამართავს კონსულტაციებს ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მართვისა და კონკრეტულად წამლის ხარისხის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში. ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტებში განიხილება და ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობით პროგრამებზე შეთანხმება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016