რეგიონები
სენაკის რაიონში ზარალს ითვლიან
30 ივლისი, 2013. 11:28
სენაკის რაიონში სტიქიით მიღებულ ზარალს ითვლიან. ამ დროისთვის დატბორილი სახლებიდან წყალი უკვე ამოტუმბულია. ევაკუირებული მოსახლეობა კი საცხოვრებელ სახლებს უბრუნდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მოადგილის, შოთა მურღულიას განცხადებით, აღწერილი ზარალი სამთავრობო სხდომაზე განიხილება.
„ ჩვენ გვინდა რომ სხდომაზე განსახილველად გავიტანოთ ეს თემა. ზარალი უკვე ითვლება, წყლები ამოტუმბულია. მოსახლეობის დასახმარებლად თანხაც მალე გამოიყოფა."-აცხადებს მურღულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სენაკის რაიონი და მიმდბარე სოფლები, ახალსოფელი, ნოსირი და თეკლათი მთლიანად დაიტბორა. წყლის სიმაღლემ 50 სმ-ს, ზოგან კი ერთ მეტრს მიაღწია. წყალდიდობის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში, სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებული იყო.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57