მსოფლიოში ცნობილი მოდელი ირინა შეიკი ჩელიაბინსკშია დაბადებული 1986 წლის 6 იანვარს. მისი ნამდვილი გვარი შაიხლისლამოვაა. მამამისი წარმოშობით თათრეთიდან იყო, დედა - რუსი.
მოდელის კარიერა ირინამ ჩელიაბინკსში გამართულ სილამაზის კონკურსზე დაიწყო - „სუპერმოდელი 2004". სწორედ აქ დაინახა ცნობილმა სკაუტმა გია ჯიქიაძემ. ამ ადამიანის აღმოჩენილია ასევე ნატალია ვოდიანოვა, ევგენია ვოლოდინა. მანვე „აჩუქა" მსოფლიოს ირინა შეიკი. გიამ ირინას შესთავაზა, პროფესიონალი მოდელი გამხდარიყო. ირინა დათანხმდა და ასე დაიწყო მისი თავბრუდამხვევი წარმატება ევროპაში, მერე კი - ამერიკაში. როგორც ჩანს, მისი ბიოგრაფიის დეტალის დამსახურებაა ის, რომ შეიკს განსაკუთრებით უყვარს ქართველები. მის მეგობრებს შორის ბევრი ქართველია, მათ შორის ცნობილი ბიზნესმენი მამუკა ფიფია. უყვარს ხინკალი და საქართველოში ჩამოსვლითაც დასდო პატივი ქართველ თაყვანისმცემლებს, როდესაც თბილისისა და მოსკოვის „დინამოების" ამხანაგურ მატჩს კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად დაესწრო.
ჟურნალი „რეიტინგი“ N52 (30.12.13)