reportiori.ge - თეა წულუკიანმა "შრომის კოდექსის" ბეჭდური ვერსია წარმოაგდინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:07
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა "შრომის კოდექსის" ბეჭდური ვერსია წარმოაგდინა
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 11:36

ეროვნულ ბიბლიოთეკაში "შრომის კოდექსის" ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.  პრეზენტაციაზე  "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იმყოფებოდნენ.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას საკანონმდებლო მაცნესთან წლების წინ არსებული სტამბის აღდგენა მიულოცა. მისი თქმით,   საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პირველი წიგნი, რომელიც ამ სტამბაში დაიბეჭდა, "საქართველოს შრომის კოდექსია".
გამოცემა სამენოვანია. ტექსტი ინგლისურად საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობით ცენტრში ითარგმნა, ხოლო რუსული თარგმანი პარლამენტში არსებულ მთარგმნელობით ცენტრში შესრულდა. 
"ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ შეგვექმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელიც სტამბას ურჩევს რომელი საკანონმდებლო აქტები გამოსცეს ბეჭდური ფორმით. პირველი კი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე არის "შრომის კოდექსი", რომელიც კონსესუსის და კომპრომისის შედეგია და თანაბრად ახარებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს." - განაცხადა  წულუკიანმა.
სარედაქციო საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016