reportiori.ge - გიორგი კანდელაკი: ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ მარიონეტს დაასახელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:15
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი: ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ მარიონეტს დაასახელებს
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 12:24

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველობისთვის ემზადება. როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის მიერ უცხოური მედიისთვის გაკეთებული განცხადება, რომ პოლიტიკიდან შესაძლოა ახალ წლამდე წავიდეს.

ცხადზე ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიული წეს-წყობილება წარმოუდგენია არა ისე, როგორც დასავლეთში და თავისუფალ სამყაროშია, არამედ სურს გვერდიდან მართავდეს სისტემას, ჰქონდეს არაფორმალური ძალაუფლება და ფორმალური ინსტიტუტების სათავეში დასვას მისი მარიონეტები. ამის დასტურია, მის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად პოლიტიკურად ნაცრისფერი და იდენტობის არმქონე პირის, გიორგი მარგველაშვილის დასახელება. დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეც ის ერთ-ერთ მარიონეტს დაასახელებს, თუმცა თავად მაშინაც კი, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღარ ექნება, გადაწყვეტილების მიმღებად დარჩება", - განაცხადა კანდელაკმა.

უმცირესობის წარმომადგენლის შეფასებით, აღნიშნული, დემოკრატიული ქვეყნის მართვის ყველაზე მავნებლური და დესტრუქციული ხედვაა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016