reportiori.ge - დასავლური მედია ვოლგოგრადში მომხდარ ტერაქტებს სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:12
მსოფლიო
დასავლური მედია ვოლგოგრადში მომხდარ ტერაქტებს სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს
31 დეკემბერი, 2013. 11:56

უცხოური მედია ვოლგოგრადში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება. სხვადასხვა გამოცემა რუსეთში მომხდარ ორ ტერაქტს სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს.


ვოლგოგრადში მომხდარმა ორმა ტერაქტმა, რომელმაც 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა  მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მითუმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც სოჭში ოლიმპიადა იგეგმება, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყნის დელეგაცია მიემგზავრება.

„ვოლლგოგრადი სოჭისგან 966 კილომეტრში მდბერეობს. არსებობს სერიოზული მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული ტერაქტები სოჭის ოლიმიადის მოახლოებას დავუკავშიროთ. უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმდენად სერიოზულ მასშტაბებშია აყვანილი, რომ ექსტრემალური დაჯგუფებები ცდილობენ დაარღვიონ ღონისძიება."- წერს გამოცემა The Guardian სტატიაში, სახელწოდებით „ტერორიზმი რუსეთში: გზა სოჭისაკენ."  გაზეთში ასევე წერენ, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტების მოწყობა არ ნიშნავს იმას, რომ მალე სოჭშიც იგივე განმეორდება.


„ვლადიმერ პუტინის შეცდომებისა და მისი წინამორბედის, ბორის ელცინის შეცდომების გამო მაღალი საფასური რეგიონში უკვე გადახდილია. მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ სოჭში უარესი რამ არ მოხდება."- წერს სტატიის ავტორი.


სიკვდილი ქალის სახით


„რუსეთში მომხდარი ტერაქტი მკვლელი ტერორისტების სიკვდილის რიცხვს ზრდის."- წერს  The Washington times.

„კამიკაძე ტერორისტების გამოყენება აღნიშნული ფაქტების განსახორციელებლად კლასიკური ქალური ტაქტიკაა, რომელიც სხვა დაჯგუფებებს უფრო და უფრო მოსწონს."- აღნიშნავს ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, ბრიუს რიდელი.


„ივნისის თვეში, სამხრეთ კავკასიის ისლამისტების ლიდერმა, დოკუ უმაროვმა რუსეთში ტერორისტული აქტების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ დაჯგუფების ლიდერმა თავის ვიდეო-მიმართვაში აღნიშნა და ტერორისტულ დაჯგუფებებს მოუწოდა, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩაშაშლელად ყველა ძალ -ღონე ეხმარათ."- აღნიშნულია სტატიაში. 

„სოჭში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები ალ ქაიდისა და სხვა მსგავსი დაჯგუფებებისთვის, რომელთაც სურთ, რომ ჩეჩნურ პრობლემეზე ყურადღება გადაიტანონ,  ძალიან მიმზიდველი მიზანია. უნდა ველოდოთ შეტევების ზრდას რუსეთში და მის საზღვრებს გარეთაც."- წერს რიდელი.


სოჭი დასავლეთს აშინებს

აპრილში, ბოსტონის მარათონში განხროციელებული ტერაქტის შემდეგ, სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანა გახდა. ამერიკაში მოქმედმა და ყოფილმა ძალოვანებმა უკვე განაცხადეს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების თავლსაზრისით ძალიან შეწუხებულები არიან.

„ისლამური მუქარა სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად უფრო რეალური ხდება. უახლოეს პერსპექტივაში ვლადიმერ პუტინს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ხშირი კონტაქტი მოუწევს, მით უფრო, რომ ოლიმპიადაც ახლოვდება."- წერს Independent. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016