reportiori.ge - რიჩარდ ნორლანდი: შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ააშენოს უკეთესი მომავალი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:02
მსოფლიო
რიჩარდ ნორლანდი: შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ააშენოს უკეთესი მომავალი!
ავტორი: ანა ნოდია
31 დეკემბერი, 2013. 13:06

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ნორლანდის მილოცვა ამერიკის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.


"ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ოჯახისა და ამერიკის საელჩოს სახელით მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვუსურვო საქართველოს ყველა მოქალაქეს შესანიშნავი დღესასწაული და ბედნიერი, ჯანმრთელი და მშვიდობიანი ახალი წელი. ჩვენი ფიქრებით განსაკუთრებით იმ მამაც ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ვართ, რომლებიც ამ სადღესასწაულო დღეებში, სახლიდან შორს, ავღანეთში ერთმანეთის მხადამხარ მსახურობენ
ჩვენი რელიგიისა და წარმომავლობის მიუხედავად, დღესასწაულებისას ოჯახები და მეგობრები ერთად იყრიან თავს და მადლობას უძღვნიან გასულ წელს მის მიერ მოტანილი წარმატებების გამო. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია ყველა ქართველის ერთსულოვანი შრომა იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც თავდაჯერებული, დემოკრატიული საქართველო ჰქვია, საქართველო, რომელიც მსოფლიოს ამ სტრატეგიულ ნაწილში სტაბილურობას უზრუნველყოფს
შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ყველა მოქალაქეს მათ ერთობლივ ძალისხმევაში, ააშენონ უკეთესი მომავალი საკუთარი შვილებისა და ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, თქვენ და თქვენი ოჯახები მშვიდობიანი და მხიარული დღესასწაულით ისიამოვნებთ, ახალ წელს ახალი ენერგიითა და მომავლის იმედით შეხვდებით. გილოცავთ ახალ წელს", - წერს ნორლანდი საახალწლო მიმართვაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016