reportiori.ge - ევროკავშირის თავმჯდომარეობა საბერძნეთმა გადაიბარა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:00
მსოფლიო
ევროკავშირის თავმჯდომარეობა საბერძნეთმა გადაიბარა
ავტორი: ანა ნოდია
03 იანვარი, 2014. 13:19

ევროკავშირის თავმჯდომარეობა საბერძნეთმა გადაიბარა და მომავალი ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამ დრომდე ევროკავშირის თავმჯდომარე ლიტვა გახლდათ.


საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, ევროკავშირის უმთავრესი ამოცანა მათი თავმჯდომარეობის პერიოდში ევროპული ეკონომიკის ყოველმხრივი რეფორმირება, რომელიც მიმართული იქნება საყოველთაო უმუშევრობის წინააღმდეგ და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმა 2012 წლის ივნისში საგანგებო პაქტი მიიღო. 


პრიორიტეტად დასახელდა ევროპაში ეკონომიკური და სავალუტო კავშირის გაღრმავება. მათ შორის საუბარია მოლაპარაკებების გაგრძელებაზე სრულმასშტაბიანი საბანკო კავშირის შექმნაზე, რომელიც ბანკების საქმიანობაზე კონტროლს გაამკაცრებს.
პრიორიტეტია ასევე არალეგალური მიგრაციის შემცირება. ასევე, საზღვაო თემა გახდეს გამჭოლი საკითხი ევროკავშირში. ეკონომიკასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ამ ქვეყნის ეკონომიკა კვლავაც რჩება ევროკავშირის სუსტ წერტილად, რაც ართულებს კრიზისის დაძლევის გზებს.

ქვეყნისთვის დამატებით დატვირთვას შეიძენს ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც 2014 წლის მაისშია დაგეგმილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016