მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიურ ობიექტებს ინსპექტირებას ჩაუტარებს
ავტორი: ანა ნოდია
03 იანვარი, 2014. 14:40
ვლადიმერ პუტინი სოჭის ოლიმპიურ ობიექტებს ინსპექტირებას ჩაუტარებს. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სოჭში იმყოფება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სოჭში იმყოფება ოლიმპიადის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი.
"მიმდინარე დღეებში პრეზიდენტი დეტალურად გაეცნობა ყველა ობიექტს. ასევე, კიდევ ერთხელ ნახავს, როგორ მიდის მზადება ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის გახსნისთვის. პუტინი აპირებს განსაკუთრებული ყურადღება არა მხოლოდ იმ ობიექტებზე გაამახვილოს, რომლებიც სრულად არიან მზად ოლიმპიადისთვის, არამედ იქ, სადაც მცირე ხარვეზებია", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40