ნორვეგიის და დანიის საზღვაო ძალების სამხედრო გემები აპირებენ სირიის სანაპირო ზოლში შესვლას იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც სირიის ქიმიური არსენალის უტილიზაციას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ქიმიური იარაღის გატანის წინა მცდელობა, გასული წლის 31 დეკემბერს ჩაიშალა. მიზეზი სირიის მთავრობის მხრიდან ტოქსიკური ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანა მიტანა.
გეგმის მიხედვით, ნორვეგიული და დანიური სამხედრო ხომალდები 700 ტონა ქიმიურ ტვირთს იტალიის პორტში გადაიტანენ. ამის შემდეგ, ქიმიურ ნივთიერებებს ამერიკულ ხომალდზე Care Ray გადაიტანენ და ამავე ხომალდზე მოხდება მათი განადგურება.
ამერიკული ხომალდი 198 მეტრიანია და აღჭურვილია ქიმიური ნივთიერების განადგურების კომპონენტებით. ქიმიური იარაღის განადგურება ხმელთაშუა ზღვაში მოხდება, ზუსტი ადგილი კი გასაიდუმლოებულია. პენტაგონში აცხადებენ, რომ ეს პროცესი დაახლოებით 45-დან 90 დღემდე გასტანს.