საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში ილია მეორეს 81 წლის იუბილის აღსანიშნავ დღესასწულზე საქართველოს საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა,რომ „ქართველ ერს ჰყავს ისეთი მწყემსი, რომელმაც საქართველო უმძიმეს პერიოდს გამოატარა."
"ქვეყანამ გამოიარა უმძიმესი 30 წელი და ქართველ ერს ჰყავს ისეთი მწყემსი, რომელმაც საქართველო უმძიმეს პერიოდს გამოატარა ,თქვენ გაგვატარებინეთ ასეთი რთული წლები. სასიხარულოა თქვენი იუბილის თარიღების აღნიშვნა. სასიხარულოა თქვენი ხილვა ყოველთვის. ბოლო 25 წლის განმავლობაში თქვენთან შეხვედრა ყოველთვის წელში გამმართავდა და იმედს მაძლევდა", - აღნიშნა მარგველაშვილმა და მთელ ერს პატრიარქის იუბილე მიულოცა.
პრეზიდენტს კათოლიკოს-პატრიარქმაც მიმართა.
"გისურვებთ დიდ წარმატებებს. თქვენ გელოდებათ მრავალი საქმე. თქვენი იმედი აქვს ქართველ ხალხს. ის პრობლემები, რომელიც იდგა ერის წინაშე, თქვენი მოღვაწეობით გამოსწორდება. მრავალჟამიერ იყოს თქვენი სიცოცხლე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა ილია მეორემ.