reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: ქვეყანამ გამოიარა უმძიმესი 30 წელი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:24
რელიგია
გიორგი მარგველაშვილი: ქვეყანამ გამოიარა უმძიმესი 30 წელი!
03 იანვარი, 2014. 22:37

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში ილია მეორეს 81 წლის იუბილის აღსანიშნავ დღესასწულზე საქართველოს საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა,რომ ქართველ ერს ჰყავს ისეთი მწყემსი, რომელმაც საქართველო უმძიმეს პერიოდს გამოატარა."


"ქვეყანამ გამოიარა უმძიმესი 30 წელი და ქართველ ერს ჰყავს ისეთი მწყემსი, რომელმაც საქართველო უმძიმეს პერიოდს გამოატარა ,თქვენ გაგვატარებინეთ ასეთი რთული წლები. სასიხარულოა თქვენი იუბილის თარიღების აღნიშვნა. სასიხარულოა თქვენი ხილვა ყოველთვის. ბოლო 25 წლის განმავლობაში თქვენთან შეხვედრა ყოველთვის წელში გამმართავდა და იმედს მაძლევდა", - აღნიშნა მარგველაშვილმა და მთელ ერს პატრიარქის იუბილე მიულოცა.


პრეზიდენტს  კათოლიკოს-პატრიარქმაც მიმართა.  


"გისურვებთ დიდ წარმატებებს. თქვენ გელოდებათ მრავალი საქმე. თქვენი იმედი აქვს ქართველ ხალხს. ის პრობლემები, რომელიც იდგა ერის წინაშე, თქვენი მოღვაწეობით გამოსწორდება. მრავალჟამიერ იყოს თქვენი სიცოცხლე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა ილია მეორემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016