მსოფლიო
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმის აფეთქებას მსხვერპლი მოყვა
ავტორი: ლილუ მიროტაძე
04 იანვარი, 2014. 15:13
ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ნაღმის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო DPA იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება ბონთან ახლოს, ქალაქ ოისკირხენში მოხდა, სადაც ერთ-ერთ მშენებლობაზე ბულდოზერის მძღოლმა ნაღმს გადაუარა. მძღოლი ადგილზევე დაიღუპა, რვა მუშა კი დაშავდა.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე შენობები და ავტომობილები.
გერმანიაში ამ დრომდე არსებობს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი გასაუვნებელყოფილი ნაღმები.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40