reportiori.ge - ბაჩო ახალაიას საქმის მთავარ მოწმეს პროსტიტუციასა და კრიმინალის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:57
სამართალი
ბაჩო ახალაიას საქმის მთავარ მოწმეს პროსტიტუციასა და კრიმინალის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 06:21

საქართველოს თავდაცვისა და შსს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირების პროცესში ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ზვიად აბესაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გაზეთი „პრაიმტაიმი“სარჩელის ავტორთან, ყოფილ პოლიციელ გელა მებონიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც მებონია ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს. „10 ივლისს მე და ჩემი 16 წლის ვაჟი ჩემი ავტომანქანით სანაპიროს მიმართულებით კოსტავას ქუჩაზე მივდიოდით. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანას აუდუღდა წყალი. იქვე სადღეღამისო სამრეცხაოა. გამოვცვალე წყალი და ველოდებოდი ძრავის გაციებას. მანამდე, იქვე ღამის კლუბ „ორ პალმაში“ წყლის საყიდლად შევედი, სადაც ჩემი მეგობარი შემხვდა. შემომთავაზა, ყავა დავლიოთო. ხუთ წუთში შენობაში ვინმე ზაზა აბესაძე შემოვიდა, რომელმაც ყველას გვაგინა. დამშვიდებისკენ მოვუწოდე, რა დროსაც სახეში მოულოდნელად სახეში მუშტი დამარტყა და წამიერად გონება დავკარგე. ნასვამი იყო და ალბათ, გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ წინა ხელისუფლების დროს მე ვმონაწილეობდი ამ კლუბის დახურვაში, რადგან რეალურად ეს ადგილი პროსტიტუციის ბუდეა. ადრეც და ახლაც, კლუბი მის ძმას, ზვიად აბესაძეს ეკუთვნის, რომელიც ცნობილი კრიმინალია“, – ამბობს გელა მებონია და აცხადებს, რომ ზაზა აბესაძემ, როდესაც წაიქცა, წიხლები ურტყა. მისივე თქმით, ეს კლუბი პროსტიტუციასთან ერთად, ნარკომანიის ბუდეა, ხოლო აბესაძე – კრიმინალი და ბორდელის რეალური მეპატრონე. „აბესაძე წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობის, ქონების გამოძალვისა და თაღლითობისათვის. სამწუხაროდ, დღეს მან დაიბრუნა ჩამორთმეული ქონება და აგრძელებს პროსტიტუციისა და კრიმინალის ხელშეწყობას. მისი ერთ-ერთი ბორდელის დახურვაში თავად ვმონაწილეობდი, ამიტომ კარგად მიცნობდა. დამირეკა და მეუბნება: შე ძაღლო, ვერ ხვდები, რომ შენი დრო დამთავრდა, ფეხებზე მკიდია შენი პატრულიც და პოლიციაც, 5 წუთში მოვდივარ და მანდ დამხვდი, ორ პალმას შორის უნდა დაგმარხოო“. ყოფილი პოლიციელის თქმით, სწორედ მაშინ, როცა ადგილზე მისული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და დაკითვაზე იმყოფებოდა, ადგილზე გამოჩნდა ზვიად აბესაძის ჯიპი, საიდანაც თავად აბესაძე და სამი შეიარაღებული პირი გადმოვიდნენ: მებონიას თქმით, აბესაძე მოკვლით ემუქრებოდა და ეუბნებოდა, არჩილ კბილაშვილი ჩემი მეგობარია, მისი დაცვა დამყვება და დედას გიტირებო.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016