26 წლის ბარისახოელი ერეკლე ჭინჭარაული არხოტში გაიყინა. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ჭინჭარაული ამღიდან მესაზღვრეებისკენ ახალი წლის მისალოცად მიდიოდა, როდესაც ყინულზე ფეხი მოუცურდა, მდინარე ასაში ჩავარდა და დასველდა.
მათივე ინფორმაციით, ერეკლე ჭინჭარაული მასპინძელ პაატა წიკლაურთან ერთად, 2 იანვარს დილას, ამღიდან მესაზღვრეებისკენ ახალი წლის მისალოცად მიდიოდა, საზღვარი კი ამღიდან 9 კილომეტრშია. ერეკლე ჭინჭარაულის მესაზღვრეებამდე და შემდეგ ექიმების ვერტმფრენით არხოტამდე ჩაყვანას დიდი დრო დასჭირდა.
26 წლის ერეკლე ჭინჭარაული ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა. არხოტელები აცხადებენ, რომ ხეობაში არც ტელეფონიიჭერს და არც ექიმი ჰყავთ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)