reportiori.ge - ბორის ჩოჩიევი: საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება, ოსების განადგურება ან განდევნა მშობლიური მიწიდან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:55
რეგიონები
ბორის ჩოჩიევი: საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება, ოსების განადგურება ან განდევნა მშობლიური მიწიდან!
ავტორი:
05 იანვარი, 2014. 13:10

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბორის ჩოჩიევ ოსურ საინფორმაციო  სააგენტო „Рес"- თან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში  არასდროს ყოფილა და არც იქნება.  


"რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, როდესაც სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. როგორი ლამაზი სიტყვებიც არ უნდა ისმოდეს თბილისიდან, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს: მიუხედავად პერსონალიებისა, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარი მიმართულება დაფუძნებულია ლოზუნგზე "საქართველო ქართველებისთვის". ან უნდა გახდე ქართველი, ან იქნები მეორეხარისხოვანი ადამიანი. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება",-განაცხადა ჩოჩიევმა.

მისი განცხადებით, საქართველოს სამხრეთ ოსეთის  ტერიტორიის მიტაცება სურს.  
"საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება, ჩვენი, ოსების - განადგურება ან განდევნა მშობლიური მიწიდან. მე პაატა ზაქარეიშვილს ვთვლიდი უფრო შორსმჭვრეტელ პოლიტოლოგად და რეალისტურ პოლიტიკოსად. თუმცა, სამწუხაროდ, მისი გამონათქვამები საპირისპიროზე მეტყველებს. მე მას და მის მომხრეებს ვურჩევდი, რომ სამინისტროს სახელწოდება კი არ უნდა შეცვალონ, არამედ იფიქრონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე, თუ მათი სურვილი, დარეგულირდეს ურთიერთობა სამხრეთ ოსეთთან, გულწრფელია", -აღნიშნა ჩოჩიევმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში" შეიცვალა სახელწოდებით - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში".

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016